ნიკა გვარამია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აკრძალვების წინააღმდეგ
მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს განიხილავენ განაცხადა, რომ დომინოს პრინციპით მივალთ არხების, პრაქტიკულად, დახურვამდე, ან გამოშიგვნამდე იმ კონტენტისგან, რომელსაც გასართობი კონტენტი ჰქვია სადაც დეპუტატები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს განიხილავენ.
“შესაბამისად, დარჩებიან ის არხები, ვისაც ჰყავთ დამფინანსებლები, ასეთები არიან სამთავრობო არხები ძირითადად. „იმედი“ უმძიმეს ზარალზე წავა, რადგან ყველაზე მეტი შემოსავალი მას აქვს, თუმცა, იარსებებს მაინც, რადგან მისი დაფინანსება პროპორციულად გაიზრდება. იგივე მოხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც, ეს ზარალიანი ტელეკომპანიაა, მაგრამ მაინც მუშაობს. ჩვენ რა ვქნათ? ყველა ტელეკომპანიისთვის შეუძლებელს ხდით აწ და მარადის მან დამფუძნებლის დაფინანსების გარეშე იარსებობს. და ეს იცით რას ნიშნავს? მისი სარედაქციო პოლიტიკის კიდევ უფრო გადალაგებასა და გადაწყობას დამფუძნებელზე. ეს ტელევიზიისთვის ძალიან მძიმე რამაა.
არსებობენ დამფუძნებლები, რომლებიც არ მოითხოვენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. არსებობენ, რომლებიც მოითხოვენ. არსებობენ დირექტორები, რომლებიც ამას ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას, არსებობენ, რომლებიც ვერ უწევენ წინააღმდეგობას. თქვენ თუ იქამდე მიიყვანეთ საქმე, რომ წინააღმდეგობის გაწევა აზრს დაკარგავს და შესაბამისად, ჩვენი შემოსავლებით ნულოვანი შანსი გვექნება რომ „ნული ნულში“ მაინც გავიდეთ დაფინანსებით ან მცირე ინვესტიციები დაგვჭირდეს, ამით თეორიულადაც კი სპობთ სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს. თქვენ მიიღებთ გაკოტრებულ ოპოზიციურ ტელევიზიებს და მიიღებთ თქვენი კანონმდებლობის გამო. ბაზარს დაანგრევთ ისე, რომ ოპოზიციური ტელევიზიები უბრალოდ ვერ შეძლებენ მაუწყებლობას, გადაიქცევიან ჯერ ნიუსვიზიებად, მხოლოდ ახალი ამბები ექნებათ, შემდეგ დაკარგავენ შესაბამისად რეიტინგს და ისევ შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად შეუმცირდებათ სარეკლამო შემოსავლები, დაიხურებიან. ამას ამ კანონის სახელი დაერქმევა და ეს კანონი საპარლამენტო უმრავლესობაა”,-აცხადებს, გვარამია.
შეგახსენებთ, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში. ამ მიმართულებით ცვლილებები ორ კანონში შედის.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵53 გარდაცვლილი და კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა საქართველოში
🔵დაკავებულია ქურდული სამყაროს წარმომადგენლები - სპეცოპერაციების სერია თბილისში
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...
1788277123
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...































