ნიკა მელია: გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.
"დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.
პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე; კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას.
გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა;
უძლურია ფული და დაშინება…
გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის. გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას მოამზადებს ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს გამარჯვებისთვის", – განაცხადა მელიამ.
წყარო: ტაბულა
ასევე დაგაინტერესებთ:
* "მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა" - მაგდა პაპიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს
1674928800
საზოგადოებაბათუმში ქალის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი
ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, 26 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ კა...
1674926400
საზოგადოებაპირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარს და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა....
1674924600
საზოგადოებახაბეიშვილი: უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს
"მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს ტყვეობაში დატოვოს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კ...
1674921900
საზოგადოება"რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც ვიღაცას აბრალებს" – აბსანძე სააკაშვილზე
ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში წერს: "ტიპს საერთოდ არაფერზე უნდა პასუხისმგებლობის აღება. რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა, შავი ზღვა გადმოლახა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც...
1674919800
მსოფლიოევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს
ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია,...