ნიკა მელია გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე: ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს - სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრის, გიორგი კირთაძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მელია განმარტავს, მომხდარი ფაქტი პროვოკაციაა, ვინაიდან კირთაძე საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მის მიმართ აგრესია არ არსებობს.

"მორიგი პროვოკაცია ბათუმში.

სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც პირდაპირ ეთერში გიორგი კირთაძის ჩართვისას ვნახეთ.

გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში „ქართული ოცნება“ დაამარცხა.

გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა, ან შუღლი.

ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გვიკითხავს.

სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!" - აცხადებს მელია.

ცნობისთვის, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ფორმულას" პირდაპირ ეთერში ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ჩართვის დროს კვერცხები ესროლეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745250119

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...

პუტინი

1745247202

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...

პოლიცია

1745246631

ახალი ამბები

რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რეჟისორის შემოქმედება ქართული ანიმაცი...

დავით სიხარულიძე

1745246344

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში. ამიტომ, ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან

ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში, ამიტომ ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები...

ვლადიმერ ბოჟაძე

1745244045

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს

ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს, - გა...

გიორგი ვოლსკი