“ომიკრონი პანდემიას დაარულებს” - ქართველი ექიმ-პულმონოლოგი ბერლინიდან
ბერლინის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობასა და პანდემიის სავარაუდო დასასრულის შესახებ საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ:
"არ შემეძლო ეს ინფორმაცია არ გამეზიარებინა მათთვის, ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას და სჭირდება მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა!
‼ კაუნტდაუნი დაიწყო...
ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას...
‼ ეს ნიშნავს, 2022 წლის ბოლოს ყველა ცოცხალ ადამიანს ექნება იმუნიტეტი!
კატეგორია 1: ვაქცინირებული
კატეგორია 2ა: სრულად გამოჯანმრთელებული >>ვაქცინირებული (უმეტესწილად)
კატეგორია 2ბ: ლონგ-კოვიდი, პოსტ-კოვიდი (ბედნიერია ვინც არ იცის ეს ორი მდგომარეობა რას ნიშნავს) >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)
კატეგორია 3: გარდაცვლილი >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)
მილიარდობით ადამიანია უკვე აცრილი და არანაირი განსაკუთრებული გართულება mRNA ვაქცინების არ გამომჟღავნებულა. ასე რომ არც ერთი სერიოზული და მეცნიერულად გამართლებული არგუმენტი ვაქცინაციის წინააღმდეგ აღარ არსებობს!!
მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ, თავს იღუპავენ და სხვასაც ღუპავენ!
‼ მე-2ა კატეგორიაში მოხვედრა გაცილებით გაუდვილდებათ ვაქცინირებულებს. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე უხერხულია და აღარც ვაპირებ. პოპულისტ ფანატიკოსებთან დღევანდელ დღეს დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის. პრობლემა ის არის, რომ სწორედ ეს კატეგორია გადაავსებს კლინიკებს და ჩამოშლის სამედიცინო სისტემას, რაც უკვე წლის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. ეს რეალური პროგნოზი და არა წინასწარმეტყველებაა!
‼ ამიტომ დღეს ბუსტერის აუცილებლობას მინდა ხაზი გავუსვა!!!
‼ mRNA-ვაქცინების მე-2 აცრიდან 15 კვირაში დაცვა მკვეთრად მცირდება, სწორედ ამიტომაც შემცირდა მე-2 აცრასა და ბუსტერს შორის ხანგრძლივობა 3 თვემდე.
‼ ყველას, ვინც 3 თვის წინ ხართ აცრილები, სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
‼ სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
‼ სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
‼ სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
‼ აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების დახმარება და ვაქცინაციის დაჩქარება.
‼ პირველადი ჯანდაცვის რგოლი კიდევ ერთხელ საჭიროებს დახმარებას!!
‼ ნუ დააკავებთ საწოლებს კლინიკებში პაციენტებით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ!
‼ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება და ამისთვის მომზადებაა საჭირო!!
გისურვებთ ჯანმრთელობას და სწორი გადწყვეტილებების მიღებას!!! თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელთაა, ნაწილობრივ მაინც!!!
P.S: პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე:
1. ბუსტერი საჭიროა გადატანიდან ან მე-2 აცრიდან 3 თვეში2. არა აქვს მნიშვნელობა კოვიდ-მდე იყავით თუ არა აცრილები ბუსტერი საჭიროა გადატანიდან 3 თვეში3. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით ხართ აცრილები, ბუსტერი საჭიროა მე-2 აცრიდან 3 თვეში4. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით ხართ აცრილები, ბუსტერი კეთდება mRNA-ვაქცინით ანუ ფაიზერით ან მოდერნათი."
1792136823
საზოგადოებასაპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება
„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....
1792135570
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ
იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...
1792134893
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...
1792134377
საზოგადოებაირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...
1792132662
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უ...


























