ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები - ცვლილებების პროექტი ლაშა ხუციშვილმა წარადგინა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პროექტი ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად, დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.

მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).

მისი თქმით, განისაზღვრა პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება.

„სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და პირებს, რომლებიც მოხვდებიან აღნიშნულ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

კონტროლის მექანიზმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებულნი იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე.

ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს.

სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და თანხის გატანის წესი, ასევე, მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

აგრეთვე, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორციელება.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე და ფინანსთა სამინისტრო უკვე დაიწყებს მუშაობას საქართველოს პარლამენტთან აღნიშნული კანონპროექტის მიღებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ირაკლი მელაშვილი სააკაშვილზე: არც არაფერ ნანობს და არც არავის არაფერს აპატიებს

🔵 მიხეილ სააკაშვილი: საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792096590

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე

„არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრ...

ირაკლი კირცხალია

1792094526

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის

„ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ...

ირაკლი კირცხალია

1792093540

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა

„ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო...

ირაკლი კირცხალია

1792091717

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვი...

მთავარი არხის დირექტორი

1792089497

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...

პროკურატურა პროკურატურა