ლევან მახაშვილი: ორი მხრივ არის მნიშვნელოვანი ეს ყრილობა ჩვენთვის. პირველი ის, რომ ავირჩევთ ახალ ხელმძღვანელს და მეორე - გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი 7 მაისს დაგეგმილ „ქართული ოცნების” ყრილობას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის ორი მხრივ არის მნიშვნელოვანი - მოხდება ხელმძღვანელის არჩევა და ასევე შედგება ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც პარტიის მომავალ გეგმებს, მოსახლეობას და ზოგადად ქვეყანას ეხება.
„ორი მხრივ არის მნიშვნელოვანი ეს ყრილობა ჩვენთვის. პირველი ის, რომ დიახაც, ახალ ხელმძღვანელს ავირჩევთ და პარტიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს იქნება პოლიტიკური საბჭოს თუ სხვა გადაადგილებები, რაც შეიძლება საჭირო იყოს პარტიისთვის იმიტომ, რომ ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამ გათვლითაც, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ პარტიული თვალსაზრისით და მეორე, ბუნებრივია, როდესაც ამხელა შეკრებაა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის“, - განაცხადა მახაშვილი.
„ქართული ოცნება“ ხვალ ყრილობას გამართავს. მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბება. გადასაწყვეტია, ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს და როგორ განახლდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.
25 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.
1746548313
საზოგადოებაგიორგი გვიმრაძე: ის რაც სამეფო უბნის თეატრმა დადგა, მაგასაც ხელოვნებას უწოდებთ? ეგეც კულტურაა? ისე თუ მებრძოლი ათეისტები ხართ, გეყოთ სიმამაცე და რელიგიურ სიმბოლიკას ამოფარებული ნუ პოზიციონირებთ
ჟურნალისტი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტს, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გვიმრაძე სვავს კითხვას, ის რ...
1746546784
საზოგადოებამთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახ...
1746543992
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა. კეთილი ინებოს თითოეულმა ჩვენმა პარტნიორად წოდებულმა, რომ ღირსეულ საფუძვლებზე იყოს მზად თანამშრომლობისთვის
კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ მინდა გავაიგივო ამერიკელ ხალხთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან ეს ჯგუფი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების ლობისტად გვევლინება საქართველ...
1746541730
საზოგადოებაპაატა სალია: მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს
მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. სალია გამორიცხ...
1746541655
მსოფლიოუკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი მებრძოლი სამშობლოში დაბრუნდა. „დღეს უკრაინამ...