პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის, „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა.
ფორუმის მიზანს ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გააქტიურება წარმოადგენდა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნეს.
სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას ქალთა ეკონომიკური აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფორუმზე 30-ზე მეტი კომპანია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან 800-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთ სივრცეში შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და გასცნობოდნენ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და კომპანიების შემოთავაზებებს.
დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ღონისძიება თბილისის საკრებულოში, საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, თბილისის საკრებულოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით ქალთა ისტორიის თვის (მარტის) კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
1742926252
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...
1742924150
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...
1742922159
ახალი ამბებიპარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...
1742920523
მსოფლიოირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...
1742920353
საზოგადოებალატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...