პეტრ ბისტრონი: აშკარაა, რომ საქმე არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ეხება, არამედ ეს არის მცდელობა, დაამხონ საქართველოს დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობა

გამოწვევა იგივეა, რაც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს. ანუ, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და გქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. თქვენმა ხალხმა გადაწყვიტა თავისუფალი არჩევნების გზით, თუ ვინ სურდათ მთავრობაში. შესაბამისად, არ გაქვთ სურვილი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ აჰყვეთ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტრ ბისტრონმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს მიდგომა, რომ სხვა ქვეყნებს ასწავლიდეს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკას. მან მაგალითად რამდენიმე ჟურნალისტის დაკავების ფაქტები გაიხსენა.
„აშკარაა, რომ აქ საქმე არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ეხება, არამედ ეს არის მცდელობა, რომ დაამხონ საქართველოს დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობა.
ვხედავთ შემდეგს - დასავლური სახელმწიფოები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში საქართველოში. უწინ, ეს ფინანსდებოდა USAID-ის მიერ, დონალდ ტრამპმა ეს დაფინანსება შეაჩერა, თუმცა ევროკავშირი კვლავ განაგრძობს დაფინანსებას. აფინანსებენ „ენჯეოებს“. ამ „ენჯეოების“ აქტივისტები კი თავს ესხმიან პოლიციას. ერთ-ერთი მათგანი ციხეში აღმოჩნდა, რადგან იგი თავს დაესხა პოლიციის ოფიცერს. აქ ევროპარლამენტში კი დადგეს შოუ ამ ადამიანის დასაცავად. ეს ყოველთვის ერთი და იმავე სახელმძღვანელოს მიხედვით ხდება არაერთ სახელმწიფოში, რომ ძირი გამოუთხარონ ლეგიტიმურ მთავრობებს და ამ შემთხვევაში ეს ხდება საქართველოში.
ცხადია, ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. მე ეს დებატებზეც აღვნიშნე, საფრანგეთის ყოფილმა მინისტრმა, ჩემმა კოლეგამ ტიერი მარიანიც იმავე მოსაზრებას გამოთქვამდა. თქვენ ქვეყანაში გყავთ „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ავრცელებენ უცხო ქვეყნების ნარატივს. ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია. სწორედ ამიტომაცაა, რომ დონალდ ტრამპმა შეაჩერა USAID-ის მიერ „ენჯეოების“ დაფინანსება. წარსულში ასეთ „ენჯეოებზე“, რომლებიც რეჟიმის ცვლილებებს ამზადებდნენ არაერთ ქვეყანაში, მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. უკვე რამდენიმე კვირაა ეს ფაქტი ყველამ იცის. ევროკავშირში ეს ჯერ კიდევ გრძელდება.
ევროკავშირი ცდილობს, ჩაანაცვლოს USAID და თავად დააფინანსოს ეს „ენჯეოები“. გლობალისტები ევროპარლამენტს იყენებენ როგორც თავიანთი პროპაგანდის სცენას.
გამოწვევა იგივეა, რაც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს. ანუ, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და გქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. თქვენმა ხალხმა გადაწყვიტა თავისუფალი არჩევნების გზით, თუ ვინ სურდათ მთავრობაში. შესაბამისად, არ გაქვთ სურვილი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ აჰყვეთ.
ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს მიდგომა, რომ სხვა ქვეყნებს ასწავლიდეს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკაზე. გერმანიაში ჟურნალისტი დააკავეს. მთავარ რედაქტორს დევიდ ბენდელსს 7 თვე მიუსაჯეს და დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა გაზეთმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა „მიმი“, სადაც შსს-ს ყოფილ მინისტრს ხელში ეჭირა ქაღალდი წარწერით „მძულს გამოხატვის თავისუფლება“, - ასე, რომ გერმანიაში ასეთი ხუმრობა 7-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ გვყავს ერთი ჟურნალისტი, ცნობილი იუთუბერი, რომელმაც 9 თვე გაატარა ციხეში. ეს არის ორი უახლესი მაგალითი გერმანიიდან, თუმცა მრავალი სხვა შემთხვევა გვაქვს ევროკავშირის მასშტაბით და ბრიტანეთიდანაც. ანუ, აქაც გვაქვს პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, ვინც ციხეში იყო, არის ტომი რობინსონი, რომელსაც ასევ რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მისი დოკუმენტური ფილმი არ ეჩვენებინა. ეს არის ფილმი სახელად „სიჩუმე“, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ, მას მხარს უჭერდა ილონ მასკიც. ასე, რომ ასეთია დღეს ვითარება აქ ევროკავშირსა და ზოგადად ევროპაში“, - განაცხადა პეტრ ბისტრონმა.
1750343993
მსოფლიოირანმა აშშ-ის ბაზებზე დარტყმებისთვის რაკეტები მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტში ჩაერთვება - CBS
ირანმა მოამზადა რაკეტები და აღჭურვილობა რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ საკითხზე ინფორმირებულმ...
1750341955
საზოგადოებააშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უცხოური დახმარების, მათ შორის USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის ფაქტები ხშირი იყო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უცხოური დახმარების, მათ შორის უმეტესად USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის...
1750341884
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ყველაზე მეტად რაც ვნებს ევროკავშირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი - სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა
ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინება - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სიძულვილის ენის გავ...
1750341839
მსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის სულიერი ლიდერი ჰიტლერს შეადარა
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი “თანამედროვეობის ჰიტლერია“. „ისეთი დიქტატორი, როგორიცაა ხამენეი, რომელიც სათავეში უდგას ისეთ ქვეყანას...
1750341164
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ნატოს მომავალ სამიტზე: სანამ განცხადებებს გააკეთებენ, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით
„სანამ განცხადებებს გააკეთებენ, როცა გააკეთებენ განცხადებებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...