პოლიციამ 136 ძირი კანაფი ამოიღო - „ბრალდებული დროებით ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1751022968
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას
„არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1751022446
საზოგადოებალევან ნიკოლეიშვილი პრემიერის ანგარიშზე: მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მას სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ასე იყო ისტორიულად, საქართველო არამარტო კულტურული, არამედ სავაჭრო, ეკონომ...
1751022417
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე პრემიერის ანგარიშზე: ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გავდივართ სამშვიდობოსკენ
„ყველა ტრანზიტული გზა ან იწვის, ან აფეთქების პირასაა. ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუ...
1751021827
საზოგადოებაკახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
„ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რა წარმატებაზეა საუბარი“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1751021776
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე: როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ეხმიანება. „სააკაშვი...