პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც ანტალია მეოთხედ მასპინძლობს, თურქეთის პრეზიდენტმა გახსნა. რეჰეფ თაიფ ერდოღანმა მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დიპლომატიის როლზე ისაუბრა.

გახსნითი სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიის დიპლომატიის ფორუმში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში ირაკლი კობახიძემ დღეს მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში სახელწოდებით - „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

ირაკლი კობახიძე ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744987008

სპორტი

ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა, რომელ ადგილზეა კვარაცხელია?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. როგორც ცნობილი გამოცემები, ასევე, ბუკმეკერები ეტაპობრივად განახლებულ რეიტინგებს გვთავაზობენ. განახლ...

ოქროს ბურთი

1744985062

ახალი ამბები

ავარია ხონში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 არასრულწლოვანი

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. ასევე, დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაი...

პოლიცია

1744984178

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...

ზოგადი

1744981381

მსოფლიო

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...

ნიკოლოზ ცისკარიძე

1744979659

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში

„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...

შალვა პაპუაშვილი