პრემიერ-მინისტრმა 5 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში- ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
„ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებსირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა.პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1746536968
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7477 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1746534165
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად
საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქა...
1746534111
საზოგადოებაირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“: მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა
მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან...
1746529911
საზოგადოებაევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონსა და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში დაგეგმილ სიახლეებს. „ენერგეტიკისა და წყალ...
1746528907
საზოგადოებალევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინ...