პრემიერი: ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ

ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის 150-გვერდიანი ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, თუმცა მასში არ არის ასახული ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ და საუბარია ძირითადად სამთავრობო უწყებების მიერ გასული 12 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე.

ირაკლი კობახიძემ 2024 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, შესაბამისად მოხერხდა იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც არსებობს 2021 წლიდან.

„2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს. მაისის წინასწარი მონაცემებიც არის ძალიან კარგი და შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მივაღწევთ ბიუჯეტის პროექტში ასახულ ნიშნულს, არამედ გადავაჭარბებთ მას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7,2%-მდე და ვფიქრობთ, სავსებით რეალურია არა მხოლოდ ამ ნიშნულის მიღწევა, არამედ ამ გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751022968

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას

„არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1751022446

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერის ანგარიშზე: მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია

საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მას სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ასე იყო ისტორიულად, საქართველო არამარტო კულტურული, არამედ სავაჭრო, ეკონომ...

ანალიტიკოსის

1751022417

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე პრემიერის ანგარიშზე: ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გავდივართ სამშვიდობოსკენ

„ყველა ტრანზიტული გზა ან იწვის, ან აფეთქების პირასაა. ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუ...

ზურაბ ქადაგიძეზურაბ ქადაგიძე

1751021827

საზოგადოება

კახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რა წარმატებაზეა საუბარი“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ...

კახა კალაძე

1751021776

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე: როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ეხმიანება. „სააკაშვი...

თენგიზ შარმანაშვილი