პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ირაკლი ქემოკლიძე სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ირაკლი ქემოკლიძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ქემოკლიძის ოჯახის წევრებს გადასცა, მისი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სამოქალაქო აქტივიზმისა და ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს.

,,სამოქალაქო აქტივიზმი არის რეალური ბრძოლა, დიდი და მძიმე საქმე, რომელსაც მოყვება შედეგი, როცა ადამიანი სწორედ და თანმიმდევრულად მიემართება შედეგის მისაღწევად.

დღეს ჩვენ სწორედ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ ირაკლი ქემოკლიძემ რეალურად მიაღწია  შედეგს და შშმ პირთა უფლებების დაცვის დარგში ისეთი წინსვლა  და ისეთი შედეგები დატოვა კანონმდებლობაში, რომ ამის შემდეგ უკუსვლა არ შეიძლება მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებების ბრძანება მისცა, პარლამენტმაც შეასრულა ეს და 2015 წლიდან უკვე მოქმედებს ეს ცვლილებები.

ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომლის მაგალითიც ახალგაზრდებმა უნდა გაიმეორონ.

ეს არის ბევრი ცოდნის, ბევრი სწავლის და ბევრი ბრძოლის შედეგი. ეს ნიშანია იმისა, რომ ასეთ ბრძოლას, თუნდაც ხანგრძლივს, ყოველთვის აქვს ფასი და შედეგი და ყოველთვის იმსახურებს დაფასებას.

მინდა, რომ დღეს ეს ამ ჯილდოთი ჩვენი დაფასება გამოვხატოთ და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ.

ძალიან რთულია ეს, როცა ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა, როდესაც აცრის შესაძლებლობა ჯერ არ იყო. ჩვენ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს, სადაც შესაძლებლობაა ადამიანები აცრილები უნდა იყვნენ. ეს სხვების, მთელი საზოგადოებისა და ოჯახების მიმართ ჩვენი, ყველას ვალდებულებაა. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ხელში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ირაკლი ქემოკლიძის დაჯილდოება.

,,ეს არ არის მხოლოდ ირაკლის ჯილდო, ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ შშმ საზოგადოებას, ყველა შშმ პირს და მათ ოჯახებს. ირაკლიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელებაში და ეს წარმატებული დასაწყისი თაობებს გადაეცემა და ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლის დაწყებული საქმე ისეთივე წარმატებით  გავაგრძელოთ“ - განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისა და სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა ირაკლი ქემოკლიძის დედამ მაია ასაკაშვილმა.

,,მნშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქვეყნის მთავარსარდალი აჯილდოებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ამ უმაღლესი ჯილდოთი. ირაკლი ქემოკლიძე ჯილდოვდება ამ სამოქალაქო აქტივიზმისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების მხარდაჭერისთვის. მან ძალიან დიდი ბრძოლა გასწია დედისა და ადვოკატების მხარდაჭერით, რომ შეგვეცვალა სისტემა. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ირაკლიმ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ“- აღნიშნა მაია ანაკაშვილმა.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

🔵შეცვლის თუ არა თალაკვაძე ტიკარაძეს?

🔵ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკებისთვის სავალდებულო გახდა გერმანიაში

🔵რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ეკატერინე ტიკარაძე?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი