პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“, აგრეთვე ელექტრო სასწორი, მასზე არსებული ნარკოტიკული საშუალებების დანაშრევებით.

დაკავებულთაგან 2 პირს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1 პირს 18,260-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ხოლო 1 პირს 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747660288

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7406 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7415 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტა

1747659766

საზოგადოება

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახე...

ეკონომიკური ზრდა

1747657994

საზოგადოება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება. ინფორმაციას საქართველოს „პირველი არხი“ ავრცელებს.  როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დ...

სპეციალური საგამოძიებო

1747657865

ახალი ამბები

თბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.  გამოძიება სისხლის...

დაკავება, პოლიცია

1747653676

საზოგადოება

ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“

დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ, - განაცხადა ლუკა კურტან...

ლუკა კურტანიძე