პროკურატურამ გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რენტგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1751906688
საზოგადოებალალი აფციაური ალექსი ახვლედიანის მდგომარეობაზე: ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, კითხვაც ვერ დავუსვი
ადამიანს ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, კითხვაც ვერ დავუსვი, - განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა. „უბრალოდ მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავეცა...
1751904719
ახალი ამბები2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის ივნისის მდგომარეობითსაქართველოს საერთაშორისო სავალუტორეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდადა 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნისმაკროეკონომიკური სტა...
1751902100
საზოგადოებალევან მახაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სანქცირებულია ამერიკის წინა ხელისუფლების მიერ და ბუნებრივია სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, ნებისმიერი საუბარი იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის, მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება....
1751900575
საზოგადოებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. „დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განა...
1751899643
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა
არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერსად ვერ ვნახავთ ჩვენ ასეთ ჩანაწერს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომ...