ქალიშვილი არ ხარო და პირველივე ღამეს ქმარმა სახლიდან გამოაგდო… მიცვალებული დედის თხოვნით საქორწინო კაბით დაკრძალეს... - პეტრე კოლხი
ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მამა პეტრე კოლხმა გამოაქვეყნა.
ისტორიაში, სასულიერო პირი, გვიყვება ქალზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა. ეგონა, რომ გათხოვდა, მაგრამ ქალიშვილი არ ხარო და პირველივე ღამეს ქმარმა სახლიდან გამოაგდო… ევედრებოდა, ასე ნუ მომექცევი, ჩემებს გული გაუსკდებათ, ვერ გადაიტანენ, ერთი კვირა შემიფარე, თუ ასე ვერ მიტან და მერე ჩემს გზას ვეწევიო…
კაცმა ქვა ააგდო თავი შეუშვირა, ასე ვერ მოვიქცევი, ადექი და სადაც გინდა იქ გადაეთრიეო…
ქალის ოჯახში კი უკვე მილოცვებს იღებდნენ, უხაროდათ, ძლივს ბედს ეწია, მთავარია ბედნიერი იყოს და გამრავლდესო…
მეორე დღეს სამწუხარო ამბავი შეატყობინეს, ქმარს ქალიშვილი არ ჩაბარდა, გააგდეს და არავინ იცის სად წავიდაო…
ნათესავებმა, ეს ჩვენს თავზე ლაფის დასხმაა, მაგას როგორ ვაპატიებთ, არასდროს გამოჩნდეს, ჯანდაბამდე წასულაო…
სხვა ქალაქში დასახლდა, ყველასგან მიტოვებული და უარყოფილი…. დედას ისე მოენატრებოდა, ქმრის საფლავზე გადიოდა და მოთქმას იწყებდა… სახლში მისი სახელის ხსენებაც, ტირილიც და საუბარიც ეკრძალებოდა…
წლების მერე დედას წერილი გამოუგზავნა, ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, თავს მიხედე, გულს ნუ გაიხეთქავო…
ჰო, ცოცხალი იყო, მაგრამ ოჯახის წევრების მონატრებას ვერ უძლებდა, ზოგჯერ მეზობლებთან დარეკავდა, ერთსა და იმავე ისტორიას ათასჯერ მოაყოლებდა… თუ მეზობლები მოახერხებდნენ და დედამისს სახლიდან გამოაპარებდნენ, მთელ სახლს ზლუქუნი და ცოცხლად დატირება ფარავდა…
წლები ასე, სამუდამო მისჯილ პატიმარს ჰგავდა…
თავიდანვე ითქვა, მშობლიურ ქალაქს ვერ იხილავსო და მორჩა…
აგვისტოს დასაწყისი იდგა, ამბავი შეგვატყობინეს, სამი დღე სამსახურში არ გამოჩენილა, ბოლოს თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს და ლოგინში მკვდარი იპოვნესო…
ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ გული გაუსკდა…
მთელი რაიონი გლოვობდა… მიცვალებული ბავშვობის სახლში დააბრუნეს…
დედის თხოვნით საქორწინო კაბით დაკრძალეს!..“,-წერს, მამა პეტრე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იტალიელი ხუთი და-ძმის ამბავი, რომელთაც 100 წელს გადააბიჯეს
🔵ძალიან ძლიერი ქარი - სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...
1792146087
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...
1792144924
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში
ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არა...
1792144022
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით - გავანულეთ
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...
1792143521
საზოგადოებაპრემიერი ოპოზიციაზე: არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე
„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ...


























