„ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატი: ყოველწლიურად იზრდება მერიის სოციალური პაკეტი, რამდენიმე ახალი ბაღი აშენდა, გზები გავიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა სამანქანო გზა

„თითქმის, ყოველწლიურად იზრდება მერიის სოციალური პაკეტი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ის დახმარება, რაც ჩვენ ხელისუფლებისგან გვქონდა თუ ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ყოველწლიურად მზარდია, ეს სიკეთე ყველა მოსახლემდე მიგვეტანა. რამდენიმე ახალი ბაღი აშენდა, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა“, - ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ალექსი ფიცხელაურმა განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად მეორე ვადით წარადგინა.
მოქმედმა მერმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზების რეაბილიტაციამ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნას შეუწყო ხელი, ტურისტების მზარდმა ნაკადმა კი, მუნიციპალიტეტში სასტუმროებისა და „გესთჰაუსების“ რიცხვის ზრდა განაპირობა. ფიცხელაურის თქმით, მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.
„გაკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახმეტა-თიანეთის გზას, რამაც საშუალება მოგვცა, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნის. ამის ფარგლებში განხორციელდა ერთი პროექტი - იცით, რომ გვაქვს ციხე-ქალაქი კვეტერა, რომელთან მისასვლელი ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა. ტურისტულ მარშრუტში შედის, ასევე, ბახტრიონი, რომელიც ისტორიული ადგილია. ეს პროექტი მომავალი წლიდან უნდა გაგრძელდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუშეთი, იმიტომ, რომ თუშეთი ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა ჩვენი მუნიციპალიტეტის და ჩვენი ქვეყნისთვის.
თუშეთში, მთავრობის ხელშეწყობით, ცენტრალური გზის 100-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელმაც მესამედით შეამცირა თუშეთში ასვლის დრო. ამასთან, კეთდება უსაფრთხოების მზღუდავები. გზები გავიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა სამანქანო გზა, ერთ-ერთია ივანაურთას ხეობა, რომელიც ულამაზესია და ძალიან მიმზიდველია ტურიზმისთვის და ხელს უშლიდა უგზოობა, ის ისტორიული სახლები, რომელიც იქ იყო, ფაქტობრივად, მოუვლელობით იშლებოდა.
ტურისტების მზარდმა ნაკადმა გამოიწვია ის, რომ უკვე 80-ზე მეტი სასტუმრო და „გესთჰაუსი“ გვაქვს. მუნიციპალიტეტში გამოწვევები კიდევ გვაქვს, ეს შეეხება სოფლებში სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას, ასევე, ახმეტის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციას. ამასთან ერთად, საპროექტო სამუშაოები ცოტა გაიწელა, მაგრამ გავედით ბოლოში და ახმეტაში წელს უკვე, დაიწყება იპოდრომის მშენებლობა“, - განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.
1755281454
საზოგადოებაპრემიერი: რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ კამპანიაზე და ჩვენი ფორმულა არის მარტივი - 64/64-ზე: 64 მერი, 64 საკრებულო
რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობი...
1755281415
საზოგადოებაგოჩა ქიმაძე: ამაყი ვარ, რადგან როგორც ჩანს, შევძელი წინა ოთხ წელიწადში მეკეთებინა ის, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა, თუ რამე გაკეთდა ადიგენში, მინიმუმ ორჯერ მეტი გაკეთდება, ვიდრე გაკეთდა გასული ოთხი წლის მანძილზე
„ამაყი ვარ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მე შევძელი წინა ოთხ წელიწადში მეკეთებინა ის, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა. რაც მთავარი იყო, როგორც ჩანს, ხალხის ნდობა შევიძინე, რაც ჩემთვის ყვ...
1755281157
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ
პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხ...
1755280957
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ამაღლობელის და რატიანის საქმეებზე: მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით
საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე, ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ, - განაცხადა პრემიერ-...
1755280781
საზოგადოებაპრემიერი: კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ დათქმა ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ გაგვეადვილებინა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ინვესტორების მოზიდვა, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს
ანაკლიასთან დაკავშირებით ძალიან მარტივადაა საქმე, ყველანაირი პირობა შევუქმენით ჩვენ კონსორციუმს - ხაზარაძე-ჯაფარიძეს იმისათვის, რომ მათ წარმატებით განეხორციელებინათ პროექტი, მოეზიდათ ინვესტორები, თუმც...