„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება

„17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
პოლიტსაბჭოს ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებული განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციითა და ცრუ ბრალდებებით. ორკესტრირებული თავდასხმების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი კი, ისაა, რომ ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება.
„განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ წერილის თითოეულ ხელმომწერს, საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.
ყველა ხედავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ აყენებს ეჭქვეშ. გარდა ობიექტური სინამდვილისა, არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ისე ეუთოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას სრულად ასახავდა. აშკარაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო.“ - აღნიშნულია მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ევროპელი ჩინოვნიკები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.
1752409995
საზოგადოებაამ 17 ქვეყნის ჩინოვნიკების რეიტინგს თუ გადახედავთ, ნახავთ რომ საკუთარ ქვეყნებში მაქსიმუმ 20% აქვთ რეიტინგი! საკუთარი მოსახლეობა არ ენდობა და არ იზიარებს იმ პოლიტიკას, რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს! - დიმიტრი სამხარაძე
„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას...
1752408769
საზოგადოებამეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახ...
1752406219
მსოფლიოპუტინი: დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა
„სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმ...
1752405354
სპორტიLa Gazzetta dello Sport – „ატალანტა“ მიქაუტაძით დაინტერესდა, ქართველი თავდამსხმელი მრავალმხრივი მოთამაშეა
გიორგი მიქაუტაძეს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „ატალანტა“ აკვირდება – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. „გიორგი მიქაუტაძეს „ატალანტა“ მატეო რეტეგის შემცვლელად განიხილავს,...
1752405279
სპორტიძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება
თბილისი საერთაშორისო ტურნირს „კახის თასს“ მასპინძლობს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირზე მასპინძელ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, რუმინეთისა და უზბ...