რა არის „ფეიკ ნიუსი“ და როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის გავლენისგან
დღეს, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და მთავარი საინფორმაციო საშუალება სოციალური მედიაა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიღება, რათა ადეკვატურად შევაფასოთ ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები. სწორი ინფორმაცია ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა. ასევე, გამართლებული არჩევანის შესაძლებლობა, თუმცა ამის ფუფუნება ხშირად გვეზღუდება, რადგან გლობალიზაციის პირობებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ყალბი ახალი ამბების (ე.წ Fake News) გავრცელების პრობლემა. ყალბი ახალი ამბავი (ე.წ Fake News) ეს არის გამოგონილი ისტორიები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, ან შესაძლოა შეიცავდეს სულ მცირე სიმართლის მარცვალს, თუმცა სრულად დამახინჯებულად იყოს გადმოცემული შინაარსი.
ინტერნეტსივრცე არ კონტროლდება, შესაბამისად, „ფეიკ ნიუსი“ ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტში. ამასთანავე ჩვენ იშვიათად გვეპარება ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი და ხშირად ვხდებით ცრუ ინფორმაციის მსხვერპლნი. ყალბი ახალი ამბები ემსახურება როგორც კომერციულ მიზნებს, ასევე მას შეუძლია საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, საყოველთაო დაბნეულობის გამოწვევა, პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა. ვინც ამ საქმეზე მუშაობს, მათ იციან მანიპულირების ხერხები, თუ როგორ დაგვარწმუნონ ამბის სინამდვილეში, მოახდინონ ჩვენზე გავლენა, შთაბეჭდილება, გამოიწვიონ უარყოფითი ემოციები, მიიქციონ ყურადღება და ა.შ მეტი დამაჯერებლობისთვის ისინი იყენებენ, სანდო საინფორმაციო საშუალების მსგავს ვებგვერდებს, სახელებს. ყალბმა ახალმა ამბებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ არა მხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ საერთაშორისო წესრიგზეც. უნდა ითქვას, რომ „ფეიკ ნიუსის“ გამავრცელებელი სააგენტოები თუ ცალკეული პირები, ამ საქმით საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს ნახულობენ.
თსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში თემაზე - „ საქართველოში მომრავლებული „ფეიკ ნიუსები“ – საფრთხე, რომელიც სახელმწიფოებრივ სტაბილურობას ემუქრება“ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ აღნიშნა, რომ ყალბი ახალი ამბებისგან თავის დაღწევის გზა და გამოსავალი კრიტიკულ აზროვნებაშია. უნდა დავაკვირდეთ, ვინ ავრცელებს ინფორმაციას და ხშირად გადავამოწმოთ იგივე ამბავი სხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით.
„ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის რამდენიმე მექანიზმი არსებობს, რომელშიც საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული: პირველი - ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების გამოვლენა, დასახელება და კატალოგიზაცია; მეორე - მედიაწიგნიერების დონის ამაღლება, რომ საზოგადოება ფლობდეს ე.წ. „ფეიკის“ ამოცნობის ტექნიკას; მესამე - მყისიერი რეაგირება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე - მისი გაბათილება. ჩვენ ვაწყდებით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რასაც ჰქვია კრიტიკული აზროვნება - არ შეიძლება მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც ვხედავთ და ვკითხულობთ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება და ეს უნდა მოდიოდეს როგორც სკოლიდან, ისე უმაღლესი სასწავლებლებიდან. ამ ყველაფერზე ერთობლივად უნდა იზრუნონ ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ. სხვანაირად ამ ვირუსის გავრცელებას ვერ შევაჩერებთ. მედიასაშუალებებში ძირითადად დომინირებენ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. ნაკლებად ჩანან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც მეცნიერული ანალიზი უნდა მოგვცენ ამა თუ იმ მოვლენაზე.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამჯერად რაიმე მექანიზმი სიყალბისგან დასაცავად, გეტყვით, რომ ჩვენთან ფუნქციონირებს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები პრემიერ-მინისტრის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში. ამ კუთხით, ასევე, მუშაობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. „მედიაჩეკერი“, რომლებიც ყურადღებას აქცევენ - თუ როგორ ვრცელდება რუსული იდეოლოგია ქართულ რეალობაში. თუმცა, სამწუხაროდ, არასამთავრობოების ის ნაწილი, რომელიც რუსულ პროპაგანდაზე ახორციელებს მონიტორინგს, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს ქართული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ვისურვებდი, რომ არასამთავრობო სექტორმა გაშალოს მონიტორინგის არეალი და მყისიერი რეაგირება მოხდეს ყველა ყალბ ამბავზე“ - აღნიშნა გია აბაშიძემ.
მოამზადა ელენე ფერაძემ
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792154901
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...
1792153362
საზოგადოებაწყალდიდობა სტამბოლში - დაიღუპა 3 და დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი
სტამბოლში მოსული რეკორდული ნალექის შედეგად გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, 5 ადამიანი დაკარგულად მიი...
1792152002
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...
1792151345
საზოგადოებაპრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...



























