"რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი" - სალომე ზურაბიშვილი

"ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ.
„დღევანდელი ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი, რამე თუ არაფერს ვაპირებდი დღეს. როცა გავიგე, აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გაგვივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ და უსამართლო რეჟიმს. ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგ-ზოგი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართული, შემოვარდნილიყო სასახლეში. ეს არ არის ფორმა და დარწმუნებული ვარ, არც იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ.
მინდა, ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებსაც საერთო წარსულის გამო დიდი პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში, იციან, ჩემი კარი ღიაა, ყველას აქვს საშუალება, რომ მოითხოვოს შეხვედრა და ყველას ვხვდები. ბოლო პერიოდშიც, ალბათ დაინახეს, რომ ვხვდები ყველას და არამარტო იმათ, ვისთანაც ეს ბრძოლები გავლილი მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იყო არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში.
„ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლებიც დღეს არიან მეთაურები და არსად არ იყვნენ 2007 წელს, რადგან ეს არის უკვე როცა ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო, ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ რა ფორმით მიიჩნევენ, რომ დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ.
მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია? მაინტერესებს, 2007 წლის შემდეგ, ეს ადამიანები სად იყვნენ, ერთ იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, პერსონალურად არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს, და რას მასწავლიან, მაინტერესებს. თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.
აქ ძალიან ნათელია ერთობლივი რაღაც თამაში სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც ვითომდა ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ. მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.
ვის აწყობს? რატომ არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, როცა ვამბობ მოვარდნას, აქციაზე მაქვს საუბარი და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული, პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ, ან ერთნი, როცა აქეზებდნენ, რომ ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდი, ხომ არ ხარ ლაჩარი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ.
უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს – ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. არ ვიცი, მე ამაში რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს. მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ის, რაც ხდება დღეს – ზეწოლა, ბულინგი, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი ჩემს კარებთან. არც ერთ სხვა ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრია და სხვადასხვა გემოვნება.
შემდეგ მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. ვინმე თუ მიცნობს ამ ქვეყანაში, კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალათ, რაც არ უნდა იყოს ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1752610916
საზოგადოება„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სა...
1752610151
საზოგადოებალევან მახაშვილი: ალეკო ელისაშვილი არის სახე რადიკალიზმის, ძალადობის და პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის
„მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება თუ მას წარმოადგენენ თბილისის მერის არჩევნებზე იმიტომ, რომ ჩვენთვის გაცილებით მარტივი იქნება არჩევნებში მონაწილეობა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმ...
1752607464
მსოფლიოჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ა...
1752604724
სპორტიმსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში კვარაცხელია TOP10-ში რჩება
სპორტულმა პორტალმა Goal-მა განაახლა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ სიაში კვლავინდებურად პირველ ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე,...
1752602733
მსოფლიოტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს: არავის მხარეს ვარ - კაცობრიობის მხარეს ვარ, მინდა, რომ მკვლელობა შეწყდეს
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის არავის მხარეს არ არის. „მე არავის მხარეს ვარ. მე კაცობრიობის მხარეს ვარ. მე მინდა, რომ მკვლელობ...