რატი იონათამიშვილი: ჩვენგან მადლობა ეკუთვნის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს - მას საქართველოს პრემიერმინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ იარა ამაყად და ღირსეულად

მას საქართველოს პრემიერმინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ იარა ამაყად და ღირსეულად, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
იონათამიშვილმა გაიხსენა, რომ ღარიბაშვილს პრემიერობა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მოუწია.
„ჩვენგან მადლობა ეკუთვნის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. აქცენტს მისი პრემიერობის მეორე ვადაზე გავაკეთებ. მას საქართველოს პრემიერმინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ იარა ამაყად და ღირსეულად. ჩვენ შევინარჩუნეთ როგორც მშვიდობა, ასევე განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ტემპები.
შეგახსენებთ, ის გახდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც გახარია „ნაცებისთვის“, მოღალატეობრივად გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და ჩვენ უკვე ვიცით, ვისი დაკვეთით იყო ეს გადადგომა, რას ემსახურებოდა, რას ისახავდა ის მიზნად. ამ მძიმე ვითარებაში შემობრუნება მარტივი არ იყო. რა თქმა უნდა, ამ შემობრუნების უკან ბატონ ირაკლისთან ერთად მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდი იყო, პირველ რიგში, პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
სწორედ ეს არის ის, რომ ძლიერი გუნდი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა რომ საქართველოს განვითარება და პროგნოზები ეკონომიკის თვალსაზრისით რაც კეთდება დღეს, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ უფრო გადაჭარბებით იყოს შესრულებული.
ბოლო თვეებში ჩვენ ვატყობთ, რომ ყოველ ჯერზე დაგეგმილზე უკეთესი შედეგები და პარამეტრები არის მაგიდაზე, რაც არის ფაქტები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხს გადავჭრით და ჩვენი ქვეყნის შეუქცევად, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
1745596660
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები...
1745596335
საქართველონათია თურნავა: ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება - მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში
ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკი...
1745596272
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად რომში იმყოფება
პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას...
1745593042
საზოგადოებასაქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი დაინიშნნენ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას კი ზაზა კვიციანი დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას...
1745592696
სპორტიტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველო...