რევაზ სოხაძე: გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია

დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, განახლდეს სამუშაოები და უკვე წელს მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიაში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორ კომპანიას ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

შეტყობინების საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტორის მხრიდან არაერთი ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება.

გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა.

პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.

ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11 კმ-იან მონაკვეთზე, თუმცა დარჩენილი 3 კმ-ზე სამუშაოები სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობდა.

სამუშაოებს თურქული კომპანია - ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA ახორციელებს. გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში, 228 მილიონი ლარით ფინანსდება.ამ გზის დასრულება უზრუნველყოფს სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირდაპირ კავშირს ქობულეთის შემოვლით გზასთან, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის გამტარუნარიანობას და შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753548735

ახალი ამბები

ანაკლიაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვ...

ანაკლიაანაკლია

1753546889

სპორტი

სანდრო მეგრელიშვილი პარატაეკვონდოში ევროპის ახალგაზრდული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა (-70 კ...

სანდრო მეგრელიშვილი

1753545657

საზოგადოება

პაპუაშვილი: სანამ შვედეთის საგარეო უწყება არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ვიდრე შვედეთის...

შალვა პაპუაშვილი

1753543217

სპორტი

ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩიგავამ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიუ...

ნატა ოჩიგავა

1753541771

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის - თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. „თუ დ...

ირაკლი ჭეიშვილი