საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 3 098 967 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-იდან 8 წლამდე ვადით.
1770710264
ახალი ამბებიპრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა
ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...
1770709071
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან
ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...
1770708471
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...































