საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცის, გიორგი კიკნაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის, გიორგი კიკნაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო, მდგომარეობის გართულების რისკი მაღალია, თუმცა დინამიკა დადებითია.

დანარჩენი 4 დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს კლინიკას კიდევ ერთი მათგანი დატოვებს.

"გიორგი კიკნაძე განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მართვით სუნთქვაზეა. ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე მდგომარეობაში."- ამბობს ოთიაშვილი.

გუშინ თავდასხმისას დაღუპულები დაკრძალეს.

საპატიო წესით დაკრძალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული პოლიციელი, ოთარ ღვინაშვილი. დაკრძალვას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაესწრო.

ცნობისთვის, საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დააკავეს პირი, რომელიც ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს  

🔵რუსთავში, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795366261

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე: ოპოზიციის პროპაგანდით, ცნობად სახეს სრული უფლება ჰქონია, სხვებს მოღალატეები ეძახოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“ ყველა თანამშრომელს მოღალატე უწოდა. „ოპოზიციის პროპაგან...

ცოტნე ანანიძე

1795364828

ახალი ამბები

შს სამინისტრო ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება

შს სამინისტრო ეხმაურება ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამ...

შსს  შსს შსს

1795363222

მსოფლიო

ხანძარი ინდონეზიის საკონდიტრო ქარხანაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები

ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-...

ხანძარი

1795360795

მსოფლიო

WP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...

ვლადიმერ პუტინი

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი