დააკავეს პირი, რომელიც ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ტურისტული მომსახურების ოფისი გააჩნდა, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს.
„ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე - 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა დამნაშავე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რუსთავში, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
1789836760
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი პოლიტიკური დარტყმა მივიღეთ
„აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრა...
1789832677
ახალი ამბები„არ შეიძლება ქალმა, დედამ, ასეთი სტატუსი დაწეროს“ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის დისკრიმინაციულ განცხადებაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ეხებოდა, მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი განცხადებით, მედ...
1789829480
ახალი ამბები„ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ
„აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელი ლია შალვაშვილი „ნა...
1789827113
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
„რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიე...
1789825119
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციონერებზე: მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნატა ფერაძის წინააღმდეგ Facebook პოსტის გამო ბერლინში სისხლის სამართლის საქმის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მმართველი გუნდის დ...































