საგარეო უწყება: ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.
სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს საქართველოს ელჩს“.
ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
"2023 წლის 25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს.
უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.
როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1674928800
საზოგადოებაბათუმში ქალის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი
ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, 26 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ კა...
1674926400
საზოგადოებაპირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარს და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა....
1674924600
საზოგადოებახაბეიშვილი: უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს
"მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს ტყვეობაში დატოვოს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კ...
1674921900
საზოგადოება"რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც ვიღაცას აბრალებს" – აბსანძე სააკაშვილზე
ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში წერს: "ტიპს საერთოდ არაფერზე უნდა პასუხისმგებლობის აღება. რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა, შავი ზღვა გადმოლახა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც...
1674919800
მსოფლიოევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს
ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია,...