სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ახალგაზრდებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 150-მდე სტუდენტს შეხვდა.
თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის - შერიგებისა და ჩართულობის და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიზნები, განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო ხედვა გააცნო. მინისტრმა ისაუბრა როგორც სამშვიდობო ინიციატივებში, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობაზე; თეა ახვლედიანმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად დანერგილი მექანიზმები და არსებული შესაძლებლობები.
დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფო მინისტრისთვის დაესვათ შეკითხვები, გამოეთქვათ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები.
ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა ფორმატში ახალგაზრდებთან ჩვენი რეგულარული შეხვედრები, მათ შორის დღევანდელი ღონისძიებაც, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ახალგაზრდებს გავაცანით საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და ინტეგრაციის პრიორიტეტები, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესი, რომელიც ჩვენი დროებითი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით ხორციელდება ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივებით.
შედგა ძალიან საინტერესო და დინამიკური დისკუსია, რაც მეტად სასიხარულო და მისასალმებელია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და ახალგაზრდობისთვის აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
1747399511
მსოფლიორუსული მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში დასრულდა, თუმცა, შესაძლოა კვლავ განახლდეს
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში დასრულდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მხარეებმა შეხვედრა კვლავ განაახლონ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოლაპარაკებე...
1747399265
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ კრიტიკის „ცუდად საუბრად" შერაცხვა არის, სწორედაც, საბჭოური და არა ევროპული აზრო...
1747393561
მსოფლიოსტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმ...
1747392045
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე ინიციატივაზე, არჩევნები ტელეფონით ჩატარდეს: თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება
თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...
1747392000
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს
ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა...