სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზის განმუხტვაში მართლაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ზურაბიშვილის მიერ გაეროს ტრიბუნაზე დადებული პირობიდან ცოტა ხანში, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, რაც მას არ გაუპროტესტებია.

“სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ტრიბუნაზე დადო პირობა, რომ ქვეყანა სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. მისი გამოსვლიდან ცოტა ხანში პარლამენტში ცნობილი “ტრიუკი” გათამაშდა და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ქალბატონ სალომეს ეს არც კი გაუპროტესტებია.

ვნახოთ, დემოკრატიის სამიტზე მსოფლიოს წინაშე დადებულ მორიგ პირობას როგორ შეასრულებს, როცა ამბობს, რომ ხელს შეუწყობს პოლარიზაციის დაძლევას და ეროვნული თანხმობის დამყარებას.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებები დიდად არც იყო მასზე დამოკიდებული, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში მართლაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ველოდებით!”, – წერს გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რუსეთი ,,საშინელ საფასურს“ გადაიხდის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში - ჯო ბაიდენი

🔵უმაღლეს დონეზე შემიძლია ემოციების კონტროლი - თაკო ჩარკვიანი

🔵ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია - სამოქალაქო აქტივისტები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788029839

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა, მათ საჭიროებებსა და მოსაზრებებს გაეცნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელ...

ზურაბ პატარაძე

1788026237

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მ...

პუტინი

1788024303

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული- ეს პარლამენტის და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკ...

ალექსეი გონჩარენკო

1788021459

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: აგენტურული ოპოზიცია ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალადობრივ აქციაში მონაწილე ადამიანები საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და სახელმწიფო ასეთ მოცემულობას ადეკვატურად უდგება

პრეზიდენტმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და შეიწყალა მრავალი მსჯავრდებული, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მა...

დავით მათიკაშვილი

1788020135

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანე...

პავლო პალისა