"სანამ თვითმკვლელობას გადაწყვეტდა, თურმე ეკლესიაში მისულა, სადაც მამაოს ნახევარი საათი ელოდა..." - ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუკზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ჯღარკავა წერს, მისმა მეგობარმა დღეს, დიდუბე-დიღმის ხიდზე ქალი თვითმკვლელობისგან იხსნა.

"ჩემი დაქალი მოვიდა ახლა აკანკალებული ფერი არ ედო, ახალგაზრდა გოგო გადავარჩინე სიკვდილსო.

ტაქსით მივდიოდი და დიდუბე - დიღმის ხიდთან დავინახე ახალგაზრდა ქალი ხიდზე იყო შემხტარი და ცალი ფეხი მოაჯირზე ჰქონდა გადადგმული, ტაქსის მძღოლს ვუკივლე გააჩერეო და როგორც მივვარდი, ფრთხილად დავუძახე ერთი წუთით ქალბატონო, მოატრილა სახე და წავიდა წინ ტანით ინერციითო, მოვავლე პალტოზე ხელი და მოვქაჩეოო

ერთ წამში გადაიკეტა დიდუბის ხიდი, მანქანებიდან გადმოხტნენ კაცები მოსაშველებლად, ჩავსვი გოგო ჩემს ტაქსიში, ანგელოზივით ქალი იყო, მერე დაიწყო ტირილი, ჩავარდა ისტერიკაში, დავალევინე დამამშვიდებელი და მივიყვანე მის მეგობართანო.

ნინო ტაბატაძე შენ დღეს ისეთი მადლიანი საქმე გააკეთე, უფალი გიშველის შენც და იმ ქალბატონსაც.

ყოჩაღ, რომ არ დაიბენი და წამებში მოასწარი!

გმირი ხარ დაო ჩემს თვალში.

პ.ს სანამ თვითმკვლელობას გადაწყვეტდა, თურმე წინ ეკლესიაში მისულა, მამაოსთვის უთხოვია მიჭირს დამელაპარაკეო, გავთბები და გამოვალო და ნახევარი საათი ელოდა თურმე მამაოს. მერე უფიქრია აი ეტყობა ღმერთსაც არ უნდა, რომ ვიცოცხლოვო და წასულა ხიდისკენ", - წერს ჯღარკავა ფეისბუკზე.

🔲 პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას მიმართავს: ნუ ვიქნებით ამ მთავრობის იმედზე, ამოირჩიეთ რომელიმე ოჯახი და მომწერეთ

🔲  "გთხოვთ შემხვდეთ და პოზიციას "არა და არასოდეს", დარწმუნებული ვარ შეიცვლით" - ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილის საქმეზე შეხვედრას სთხოვს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792149727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...

შალვა პაპუაშვილ

1792148918

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...

ირაკლი კობახიძე

1792147365

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...

შალვა პაპუაშვილი

1792146087

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...

შალვა პაპუაშვილი

1792144924

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში

ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არა...

მაკა ბოჭორიშვილ