საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო.
„სხვადასხვა წლებში ვახტანგ მაჭავარიანი თანამშრომლობდა მსოფლიოს 80-ზე მეტ სიმფონიურ ორკესტრთან და 25-ზე მეტ საოპერო თეატრთან. მათ შორისაა ლონდონის სამეფო ფილარმონიის ორკესტრი, საფრანგეთის და ბელგიის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრები, გერმანიის წამყვანი სიმფონიური და რადიო სიმფონიურ ორკესტრები, შტუტგარტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრი, თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრები, სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრი, მოსკოვის დიდი თეატრი. იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელი. 2018 წლიდან იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის, „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი.
მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და მინიჭებული აქვს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება.
ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისთვის. საქართველოს კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს ვახტანგ მაჭავარიანის ოჯახის წევრებს, კოლეგებს და მეგობრებს“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
1746537077
საზოგადოებაკახა მიქიაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე
„უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია, მაგრამ არის თემები, რაც უზნეობაა! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თ...
1746536968
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7477 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1746534165
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად
საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქა...
1746534111
საზოგადოებაირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“: მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა
მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან...
1746529911
საზოგადოებაევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონსა და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში დაგეგმილ სიახლეებს. „ენერგეტიკისა და წყალ...