საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1746723421
საზოგადოებასოზარ სუბარი გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე: სამშობლო, ღმერთი, სარწმუნოება მათთვის უცხოეთმა ჩაანაცვლა - თამამად შეუძლიათ გაყიდონ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის მდივანი, სოზარ სუბარი შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებს ეხება. „ძალიან თამამად...
1746722674
საზოგადოებაჯანდაცვის მინისტრმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი კლინიკაში მოინახულეს
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კლინიკაში მოინახულ...
1746721379
საზოგადოებაკარდინალებმა კონკლავის მეორე დღეს ახალი პაპი აირჩიეს
სიქსტის კაპელას საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის ნიშანია, რომ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღეს ახალი პაპი აირჩიეს. მისი ვინაობა და სახელი, რომელსაც ის პონტიფიკოსის რანგში მიიღებს, მალე გახ...
1746720524
მსოფლიო„როიტერი“ - მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ
მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ ინფ...
1746719119
მსოფლიოპუტინისა და სი ძინპინის განცხადება: მოსკოვი და პეკინი დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი პირველადი მიზეზების აღმოფხვრა
რუსეთი და ჩინეთი უკრაინაში ომის პირველადი მიზეზების აღმოფხვრას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში. „რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ...