„როიტერი“ - მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ

მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის გაზის ბაზარზე მოსკოვის განახლებულმა როლმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას. მედიასაშუალების ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს გაზის საკითხზე საუბრები ჰქონდათ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში.
როგორც „როიტერი“ წერს, უიტკოფის პრესსპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელსაც დმიტრიევი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ამჟამად მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
აპრილში ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, გაყიდოს გაზი და იცის, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას კვლავ სურს მისი შეძენა.
ამასთან, ამერიკელების ჩართულობასთან დაკავშირებით ხუთმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ განიხილებოდა ამერიკული ინვესტორების მიერ რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადის“, უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ან თავად „გაზპრომის“ წილების შეძენა. ასევე განიხილებოდა ამერიკული კომპანიების მიერ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენისა და ევროპისთვის მიწოდების იდეა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ევროპამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული გაზის იმპორტი, რის შედეგადაც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ გასულ წელს შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის დანაკარგი ნახა, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ყიდულობს რუსულ გაზს, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი. მათ რუსული ბუნებრივი აირი გაზსადენ „თურქული ნაკადით“ მიეწოდებათ. ასევე რამდენიმე ევროპული ქვეყანა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ყიდულობს გათხევადებულ აირს რუსული კომპანია „ნოვატეკისგან“. ამასთან, ინდუსტრიის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, რუსულ გაზს შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც დაუბრუნდნენ.
„როიტერის“ წყაროები აღნიშნავენ, რომ გაზის მიწოდების განახლებაში ვაშინგტონის მონაწილეობამ მოსკოვს შესაძლოა, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პოლიტიკური წინააღმდეგობის დაძლევაში დაეხმაროს. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ეს სარგებლის მომტანი იქნება ვაშინგტონისთვისაც, რადგან ამით შესაძლოა, აშშ-მა მოიპოვოს კონტროლი ევროპაში რუსული გაზის იმპორტზე.
2022 წლიდან ევროპამ გაზის ალტერნატიულ მიმწოდებლებს მიმართა, კერძოდ, გაიზარდა გათხევადებული აირის იმპორტი აშშ-დან.
1746729956
საზოგადოებასაპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით
„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...
1746728531
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...
1746728457
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მ...
1746728188
მსოფლიოტრამპი: ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს - რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია
ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა დიდი პატივი...
1746726526
მსოფლიო„მშვიდობა იყოს თქვენთან“ - რომის პაპის პირველი სიტყვები
მსოფლიოს 1.4 მილიარდ კათოლიკეს ახალი ლიდერი ჰყავს. სიქსტეს კაპელას სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რის შემდეგაც, მალევე, გახდა ცნობილი, რომ კათოლიკური ეკლესიის მმართველი კარდინალი რობერტ პრევოსტი იქ...