საქსტატი: 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა

2025 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის I კვარტალში 3.4 პროცენტით განისაზღვრა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6 პროცენტი)
- განათლება (27.7 პროცენტი)
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი)
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა
- ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი)
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა
- სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.0 პროცენტი)
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9 პროცენტი)
- ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი)
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7 პროცენტი)
- ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-4.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.1 პროცენტი).
საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.1 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს - ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.5 პროცენტი), დამმუშავებელი მრეწველობა (8.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), განათლება (7.2 პროცენტი), მშენებლობა (6.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი).
როგორც საქსტატში აღნიშნავენ, დაზუსტებული მონაცემები 2025 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდება.
1750339326
სპორტიგურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი,...
1750338677
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7276 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750338072
მსოფლიობუდაპეშტის ლიბერალი მერი: აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა გაიმართება
„ბუდაპეშტის მერია 28 ივნისს ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობას ჩაატარებს და დღის მთავარ ღონისძიებად აქცევს“, - წერს Facebook-ზე ქალაქის ლიბერალი მერი გერგეი კარაჩონი. მან პირობა დადო, რომ მიუხედავად წინააღ...
1750337177
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. „საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო…თვითმმართველობის არჩ...
1750336659
სპორტიგურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი...