სასტუმრო აგრო სახლი „ქორენა”: წელს აქტიურად გვემატებიან სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ლიეტუვიდან

ტურისტული ნაკადების ზრდაზე საუბრობს იმერეთში, სოფელ გელათში მდებარე სასტუმრო აგრო სახლი „ქორენას” დამფუძნებელი მაია კეზევაძე. სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდაა ევროპული ქვეყნებიდან. მოიმატა ჯავშნებმა, განსაკუთრებული მოლოდინია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე.
„თებერვალში, მარტსა და აპრილში გვყავს ტურისტები, არ ვუჩივით ვიზიტორების ნაკლებობას, დიდი მოლოდინი გვაქვს ზაფხულის სეზონზე, ჯავშნები ყოველდღე შემოდის. შარშანდელი წელი კარგი იყო და ვფიქრობ არანაკლებ კარგი იქნება წლევანდელი. იყო შემთხვევები, როდესაც ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაუქმდა, მაგრამ ჩანაცვლდა სხვა ჯავშნებით. ჩვენი მიმართულება მრავალფეროვანია: სოფლის ტურიზმი, გასტრო და აგრო ტურიზმი, აქედან გამომდინარე გვყავს სხვადასხვა სეგმენტი. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ტურისტები გვყავს, უმეტესად ევროპიდან, წელს აქტიურად გვემატებიან სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩამოდიან ოჯახები, ასევე დიდი ჯგუფები გვყავს პოლონეთიდან და ლიეტუვიდან“, - განაცხადა მაია კეზევაძემ.
მაია კეზევაძის ინფორმაციით, სასტუმრო წელს ფასების 10%-ით გაზრდას გეგმავს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
1744985062
ახალი ამბებიავარია ხონში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 არასრულწლოვანი
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. ასევე, დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაი...
1744984178
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...
1744981381
მსოფლიოზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...
1744979659
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში
„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...
1744976956
ახალი ამბებინინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა
„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...