საზოგადოება „ქართული“ დათა თავაძის სპექტაკლზე: საზოგადოების მიმართ ამ პროვოკაციას კიდევ ერთი მთავარი მიზანი აქვს - როგორმე „წამებულ“ გენიოსებად, ინკვიზიციის მსხვერპლად გამოიყვანონ თავი და გრანტები აიღონ

ხელოვანი თავისუფალია, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, გასული საუკუნეების ყავლგასული ეპატაჟური ფორმების უნიჭო, ეპიგონურ-პროვინციულ გადმომღერებას ქართულ სცენაზე, მდაბიო და ვულგარული უგემოვნობა ვუწოდოთ, - ასე ეხმიანება საზოგადოება
,,ქართული“ რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს, რომლის ფრაგმენტის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

,,თავისუფლებასა და განუკითხაობას, საკუთარი იდეის თუნდაც ყველაზე არაორდინალური ფორმით გადმოცემასა და შეურაცხყოფას შორის დიდი ზღვარია. ეს ზღვარი გადალახა თავის დროზე ლაშა ბუღაძემ, როდესაც თამარ მეფე შეურაცხყო. ლევან ბერძენიშვილმა - ილია, დავით აღმაშენებელი და მისი შთამომავლობა, ერეკლე მეორე, აკაკი, ვაჟა, ნოდარ ლადარიამ - გალაკტიონი... მათი მიმდევრებისთვის თუ მიმბაძველებისთვის ეს ერთგვარ ტრენდად იქცა - მათი გადასახედიდან, რაც უფრო კარგად შეაგინებდი ქართველებისთვის სათაყვანებელ ისტორიულ ფიგურებს, მით უფრო „პროგრესული“ იყავი. არ დატოვეს ქართველი ღირებულების მატარებელი არც ერთი მოღვაწე, მეფე თუ პატრიარქი, რომელთაც ყველაზე მდაბიო და შეურაცხმყოფელი ფორმებით ტალახი არ ესროლეს - თანამედროვენი კი, სააკაშვილმა „ჩარეცხა“.

დათა თავაძემ მათ ყველას ერთად აღებულს „აჯობა“ და იესო ქრისტე და წმინდა სამება გაიხადა უშვერი გინების და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხელოვნების თავისუფლების სახელით რელიგიური ღირებულებების უხამსი და ვულგარული შებღალვა ბოროტებაა - რომელ აღმსარებლობასაც არ უნდა ეხებოდეს ის. ეს არის მილიონობით მორწმუნის პირადი შეურაცხყოფა, მათთვის წმიდათა წმიდად აღიარებულ მცნებების გინება და ამით ტკივილისა და ბოროტების გამრავლება სამყაროში. "- აღნიშნულია ვრცელ წერილში, რომელიც საზოგადოების თანადამფუძნებლებმა ცოტა ხნია წინ გაავრცელეს.

,,დათა თავაძის მაქებარნი და დამცველნი ფარად იყენებენ დიდი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სახელსა და შემოქმედებას. დიახ, დიდი რეჟისორი საუბრობდა ხელოვანის სითამამის აუცილებლობაზე. დიახ, თემურ ჩხეიძეს ნათქვამი აქვს, რომ თუ ხელოვნება არ ცდილობს რომელიმე ზნეობრივ პრობლემას რაღაცნაირად შეეთამაშოს და ამისთვის არ იბრძვის, მაშინ მას ძალიან დიდი დღე არ უწერია. თუმცა, მას არასოდეს უთქვამს, რომ ხელოვანმა „შეთამაშებისას“ შეურაცხმყოფელ და ბოროტ ფორმებს უნდა მიმართოს. ამას თემურ ჩხეიძე საკუთარი მოღვაწეობით ადასტურებდა - სანამ დიდი რეჟისორი ცოცხალი იყო, მის სახელოსნოში მსგავსი უხამსობა და ვულგარული კიტჩი არასოდეს დადგმულა.

თემურ ჩხეიძე ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი მოსწავლეები იმათი გულმხურვალე მხარდამჭერები იქნებოდნენ, ვინც დიდ რეჟისორს სიცოცხლის ბოლო ჟამს შეურაცხყოფას აყენებდა - უკრაინის ომზე გამონათქვამის გამო, მაესტრო ნაცური „ინტელიგენციის“ ბულინგის მსხვერპლი გახდა. დღეს კი მისი აღზრდილები თემურ ჩხეიძის მაგინებლებთან ერთად იბრძვიან ნიკა გვარამიასა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსაყვანად." - ნათქვამია წერილში, რომელშიც დეტალურადაა ახსნილი რელიგიისა და კულტურის ურთიერთქმედება. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ,,ის, რის დამკვიდრებასაც კოლექტიური თავაძეები და ბუღაძეები ცდილობენ, ანტიევროპაა!.

დიახ, ეს არის ანტიევროპა! მათ ავიწყდებათ რომის პაპის ბენედიქტე XVI-ის გამონათქვამი, რომ ევროპა დაიბადა ბერძნული ფილოსოფიის, რომაული სამართლისა და ისრაელის ღმერთის, უფალ იესო ქრისტეს შეხვედრის შედეგად.

უხამსობას და მდაბიოობას პოპულარიზება კი არა, იგნორირება, ან აკადემიური და იმავდროულად, ჰუმანისტური მხილება სჭირდება. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ცოდვა უნდა გვძულდეს, ხოლო ცოდვის ჩამდენი მოყვასი - გვებრალებოდეს და გვიყვარდეს. გაუმართლებელია რადიკალიზმის ყველა ფორმა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზნეობრივ კომპრომისზე უნდა წავიდეთ და შევიწყნაროთ ხელოვნების სახელით მოწოდებული უნიჭობა და ბოროტება.

ისიც კარგად ვიცით, რომ ამ დაძაბულ გარემოში, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ანტიევროპის ქართველი წარმომადგენლები გააფთრებით ებრძვიან ყოველგვარ ქართულს და ბინძურად ეხებიან თითოეული ქართველისთვის სენსიტიურ თემებს, თავშეკავება თანდათან უფრო ძნელი ხდება. მოვუწოდებთ კოლექტიურ ბუღაძე-თავაძეებს, ჩაფიქრდნენ ამ თემაზე - როდესაც უკომპრომისო, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებმები, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, ტელეეთერებში თუ მიტინგებზე ისტერიკებს გამართავ, მოსახლეობის უმრავლესობას აგინებ, მოსყიდულად ან მოღალატედ აცხადებ, უნდა გახსოვდეს - პასუხიც, შესაძლოა, ანალოგიურად უკომპრომისო მიიღო.

და მაინც, ჩვენი საზოგადოება უფრო მიმტევებელი, ლმობიერი და ქრისტიანული აღმოჩნდა, სწორედ თავაძეების საოჯახო თეატრისგან შეგინებული ქრისტეს წყალობით, და არ სცემენ ისეთ პასუხს, როგორიც თუნდაც, "შარლი ებდოს" გასცეს მაჰმადიანებმა. ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტი სულიერება და სიღრმე აღმოაჩნდა და მიტევებით და გაგებით მოეკიდა იმ სულიერ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რაც ამ ფსევდო-თეატრალური სიბილწის შემოქმედთ ამოძრავებთ.

ქართული საზოგადოების მიმართ ამ პროვოკაციას კიდევ ერთი მთავარი მიზანი აქვს - როგორმე „წამებულ“ გენიოსებად, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის, ცენზურის, ინკვიზიციის მსხვერპლად გამოიყვანონ თავი და გრანტები აიღონ... ისინი ხელოვნების სფეროს ლომჯარიები და გიგაურები არიან, რომელთათვისაც უცხოური ფული და უცხოელი პატრონები არიან სამშობლოც, რელიგიაც და სიწმინდეც. რაც უფრო დააზარალებენ საკუთარ ქვეყანას, მით მეტ ჰონორარს, დაფინანსებასა და გრანტს მიიღებენ, მით უფრო ძვირად გაიყიდებიან დასავლეთში.

კოლექტიური თავაძეები, გიგაურები და ლომჯარიები მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში გაიმარჯვებენ - თუ დაგვიმსგავსებენ. და ამიტომ რომ არ დაგვიმსგავსონ, საჭიროა, რადიკალებად, ინკვიზიტორებად და ცენზორებად არ ვიქცეთ. ვამხილოთ სიყვარულით და განვაგრძოთ გზა, რადგან ძველთაგან თქმულა - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ქრისტეს მაგინებელნი მუდამ იყვნენ, არიან და იქნებიან. ქართული კულტურა და ხელოვნება კი ყოველთვის საკაცობრიო ღირებულებების, ერთგულებითა და მაღალი სულიერებით გამოირჩეოდა და ასეთად დარჩება იგი მომავალშიც“, - აღნიშნულია საზოგადოება ,,ქართულის“ მიერ გავრცელებულ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746724024

საზოგადოება

„გამარჯვებას მთელს საქართველოს ვულოცავ, მათ შორის კაპიტან თემურ ორჯონიკიძეს“ - ტიტე კალანდაძე

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართველ ხალხს მიულოცა და მატჩისშემდგომი კომენტარი საბერძნეთთან მატჩზე საუბრით განაგრძო: „ძალიან რთული მა...

ტიტე კალანდაძე

1746723421

საზოგადოება

სოზარ სუბარი გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე: სამშობლო, ღმერთი, სარწმუნოება მათთვის უცხოეთმა ჩაანაცვლა - თამამად შეუძლიათ გაყიდონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის მდივანი, სოზარ სუბარი შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებს ეხება. „ძალიან თამამად...

სოზარ სუბარი

1746722674

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი კლინიკაში მოინახულეს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კლინიკაში მოინახულ...

ჯანდაცვის მინისტრ

1746721379

საზოგადოება

კარდინალებმა კონკლავის მეორე დღეს ახალი პაპი აირჩიეს

სიქსტის კაპელას საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის ნიშანია, რომ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღეს ახალი პაპი აირჩიეს. მისი ვინაობა და სახელი, რომელსაც ის პონტიფიკოსის რანგში მიიღებს, მალე გახ...

კარდინალები

1746720524

მსოფლიო

„როიტერი“ - მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ

მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ ინფ...

გაზი