შალვა პაპუაშვილი: პარტიის თავმჯდომარის საკითხი არის ყრილობის გადასაწყვეტი - პროცედურები დავიწყეთ და ვფიქრობ, ყრილობის მოწვევა მალე იქნება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები და შემდეგ გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა.
„არის პროცედურები, რომლის შედეგადაც ხდება ყრილობის მოწვევა, შემდეგ ყრილობაზე გადაწყვეტილებების მიღება. ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა, ჩვენ პროცედურები დავიწყეთ და ვფიქრობ, ყრილობის მოწვევა მალევე იქნება შესაძლებელი. '
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, ეს არის ყრილობის გადასაწყვეტი საკითხი, ამიტომ არასწორია, ამაზე წინასწარი კომენტარები გაკეთდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი, კახა კახაძე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი, რომელიც პოლიტსაბჭომ და ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს, მასზე წინასწარ საუბარი კორექტული არ იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა. მან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.
1745931804
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი
„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირ...
1745931277
ახალი ამბებიპოლიციამ დააკავა მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის ოთხი რადიკალი მონაწილე - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს
მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგო კობერიძეს მძიმე ფიზიკური დაზიანე...
1745931192
საზოგადოებასუსის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური...
1745931108
საზოგადოებასუსი: 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას
გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტე...
1745931019
საზოგადოებასუსი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტ...