ე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის მტკიცებით, ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, 51 წლის კაცი, რომელიც „სახელმწიფო საწარმოს“ თანამშრომელია, ქართულ სპეცსამსახურებს რუსულ სამხედრო ნაწილებზე, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე ინფორმაციას გადასცემდა.
აღნიშნული პირი დაკავებულია და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაკითხვის შედეგად გამოვლენილია კიდევ 5 პირი, რომლებიც ასევე ინფორმაციას ქართულ მხარეს გადასცემდნენ, მაგრამ ის „სახელმწიფო საიდუმლოებას“ არ წარმოადგენდა. ეს პირები დაკითხვის შემდეგ ოფიციალურად გააფრთხილეს და გაათავისუფლეს.
1745942528
ახალი ამბებინიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...
1745941036
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის
„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...
1745940129
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან
„ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის...
1745938900
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ, რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, „ოცნების“ აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით
ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა 14 წლის ასაკში დააკავა, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას მის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში აფასებს. ზერეკიძ...
1745938321
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა
„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომლის თანახმად ვანო ჩხიკვაძე...