სუსი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აგრძელებდა აქტიურ მუშაობას, ხორციელდებოდა მათი დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანებისა და მიზნების დადგენა.
„სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება.
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. ამასთან, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოპოვებული ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
1745936412
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ
„მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქა...
1745933642
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული
ვანო ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა და მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1745933469
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7516 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1745932912
საზოგადოებაე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის მტკიცებით, ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ე.წ. უშიშ...
1745931804
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი
„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირ...