შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩის შერაზ გასრის განცხადებას, რომელმაც პოლიციელებზე თავდამსხმელები „უსამართლოდ დაკავებულ პატიმრებად" მოიხსენია და განაცხადა, რომ რომ საქართველოში „კრიზისია".
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთში პოლიტიკურ ოპონენტებს ასამართლებენ, საფრანგეთის ელჩის მხრიდან ამგვარი განცხადება არასერიოზულია.
„მე რამდენჯერმე გამოვეხმაურე საფრანგეთის ელჩის განცხადებებს თუ საელჩოს ქმედებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვხედავთ, რომ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ. მე მოვუწოდე როგორც საფრანგეთის, ისე სხვა საელჩოებს, რომ დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას. ბოლოს 31 მარტს იყო ეს თავდასხმა, როდესაც ასევე დაზიანდა პარლამენტის შენობა. აღარაფერს ვამბობ დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმებზე, როდესაც ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არავინ ემიჯნება ძალადობას. პირიქით, არის წახალისება ამ ძალადობის და ასევე, შემდეგ ვისმენთ რაღაც მორალისტურ პოზიციებს.
დღეს ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც მან კუდიანებზე ნადირობა უწოდა.
საფრანგეთში 4 თვის წინ გაასამართლეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, სამი წელი მიუსაჯეს. ახლა გაასამართლეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კონკურენტი ლეპენი და 4 წელი მიუსაჯეს. ამის ფონზე როდესაც საფრანგეთის ელჩი საუბრობს პოლიტიკურ ზეწოლაზე, ცენზურაზე, კრიზისზე და ასე შემდეგ, ეს უბრალოდ, არასერიოზულია.
საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა „ფიგაროს“ მიერ, საფრანგეთის მოსახლეობის 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონზე საფრანგეთის ელჩის მხრიდან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი, თითქოს, რაღაც კრიზისი იყოს პოლიტიკური, უბრალოდ, არასერიოზულია”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან მიმართა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, დარჩნენ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს, რომ ყველა დარჩეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის, კერძოდ მისი 41-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, რომ არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.
სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში მიუხედავად საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვისა, რომელიც მათ აქვთ დაწესებული. ვხედავთ დღეგამოშვებით ზოგიერთის არაკვალიფიციურ კომენტარებს საქართველოსთან დაკავშირებით, თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელმაც ეს პარლამენტი აირჩია.
თუკი მათ არ მოსწონთ, როგორც თვითონ ამბობენ, რუსეთის ქცევა, ვინაიდან ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, შევახსენებ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. თუკი საერთაშორისო სამართლის დარღვევად ისინი აფასებენ ქცევას, რომელიც მათი გადმოსახედიდან, არის რუსეთისთვის, მაშინ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მათი გადმოსახედიდან, იქცევა რუსეთი და ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. ეს არის ელემენტარული ანი და ბანი დიპლომატიური საქმიანობისა, რომ პატივი უნდა სცე მასპინძელ ქვეყანას, მასპინძელ ხალხს, არ ჩაერიო მის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთებს ამის ძალიან დაბალი კომპეტენცია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1744270110
ახალი ამბებიგურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ა...
1744269879
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს და...
1744269555
ახალი ამბებიწულუკიანი როინ შავაძის მეუღლეს: თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და დამტკიცდა, რომ ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოვეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესა...
1744268302
სპორტილუის ენრიკე: ის აერთიანებს ყველაფერს - ახალგაზრდულ ასაკს, ბურთით ხარისხს, ბურთის გარეშე დაცვით უნარებს და ძალიან ძლიერ ფიზიკურ ძალას
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარაცხელიაში არის ყველაფერი, რაც პსჟ-ს პრ...
1744266860
ახალი ამბებიტრამპი: ჩინეთს სურს შეთანხმების დადება, ჩინელები ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცი
„ჩინეთს შეთანხმების დადება სურს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „ერთ-ერთი ყველაზე ჭკვ...