ციცინო შავაძე: 3 წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავაღე, მაწვდიან ფურცელს, ეს როინ შავაძის ოჯახიაო? წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! კაცი, რომელიც მიცვალებულია, მასზე ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ციცინო შავაძემ ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც როინ შავაძის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე მოწმობა მიუტანეს, თითქოს, ის სასამართლოში იყო დაბარებული და აღნიშნა, რომ მოგზავნილი ხალხის მეშვეობით ოჯახს ყველანაირად ავიწროებდნენ.

„სამი წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავიხედე, ჩვეულებრივად გავაღე კარი, დგას ახალგაზრდა ქალ-ვაჟი, პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს. ვერ გავიგე, რა ხდება მეთქი. ეს როინ შავაძის ოჯახიაო? - კითქო. მას დაკითხვაზე იბარებენო. წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! სამი წლის შემდეგ კაცი, რომელიც მიცვალებულია, მასზე ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული. მთელი ხმით ვკიოდი, უკვე აღარ შემეძლო, მეთქი არ არის ურიგო, კაცს მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ მეთქი. მანამდე რომ უკითხიათ ბინა, მეზობლებს უთხოვიათ, გეხვეწებით, აღარ დაუკაკუნოთ, ცოდოები არიან ეგ ხალხიო. მათ მაინც დააკაკუნეს და მაინც მოიტანეს მოწმობა“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი