გურამ მაჭარაშვილი: ბრიუსელში არსებულ „დიფ სთეითს“ სურს შუა დერეფანი საქართველოდან აკონტროლოს, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში თავისი აგენტურის დაბრუნებას ცდილობს

„დღევანდელ ბიუროკრატიას ევროკავშირში ერთადერთი მიზანი აქვს - საქართველოს ხელისუფლებაში თავისი აგენტურა ჰყავდეს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში არსებულ „დიფ სთეითს“ სურს შუა დერეფანი საქართველოდან აკონტროლოს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაში თავისი აგენტურის დაბრუნებას ცდილობს.
„ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალიან კარგად იცის, რომ შუა დერეფნის გარეშე, რომელიც საქართველოზეც გადის, სავაჭრო ურთიერთობების არსებობა წარმოუდგენელია. მაგრამ, „დიფ სთეითს“, რომელიც აქამდე აშშ-სა და ბრიუსელში იყო გაბატონებული, ახლა კი ვაშინგტონში შეიზღუდნენ და დარჩნენ მხოლოდ ბრიუსელში, სურს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ დერეფანში ეკონომიკური თვალსაზრისით მონაწილეობას მიიღებს, ურთიერთობდეს არა ეროვნულ ხელისუფლებასთან, საქართველოს სახით, არამედ - ბრიუსელთან, ან -ვაშინგტონთან.
აბსოლუტურად ნათლად ჩანს, რომ ბრიუსელში სურთ, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: ჩინეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ამ შუა დერეფნით ისარგებლებენ, სადაც საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვანძო ქვეყანაა და რომელსაც ეროვნული ხელისუფლება ჰყავს, [ურთიერთობა იქონიონ არა ასეთ სუვერენულ სახელმწიფოსთან, არამედ, მართვად ქვეყანასთან, რომელსაც მათი აგენტურა ეყოლება მთავრობაში]. შესაბამისად, გამოვა, რომ იმ ქვეყნებს ბრიუსელთან ექნებათ ურთიერთობა და მოგებასაც ბრიუსელი მიიღებს.
ბრიუსელის ბიუროკრატია მიიჩნევს, რომ საქართველო გეოგრაფიულად და პოლიტიკურად გამოსაყენებელი ქვეყანაა და გადაწყვეტილებები აქ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, რომელიც ომში არ ერთვება და ა.შ., არამედ - [მათმა აგენტურამ]“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...