შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი - საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო

 სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო და რომ არა ეს მსხვერპლი, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე. მისივე თქმით, ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია.

„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა.

ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. რომ არა ეს ბრძოლა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. რომ არა ეს მსხვერპლი, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე.

ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება.

საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინენტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746878457

საზოგადოება

მათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: 2 ათას კაცზე მეტი ვერ შეაგროვეს, რადგან ლოზუნგად არის ქცეული ტერმინი „ევროპა“ - საზოგადოებამ კარგად იცის, რასაც რადიკალები ევროპის სახით სთავაზობენ, ეს არ არის ევროპული ღირებულებები

 დავით მათიკაშვილმა გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი „ქრონიკასთან “გააკეთა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტული...

დავით მათიკაშვილი

1746877824

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან ინტეგრირება, მაგრამ არ უნდა იმ დამანგრეველი გზით, რა გზითაც აქეთკენ მიჰყავს ოპოზიციას

 მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან ინტეგრირება, მაგრამ არ უნდა იმ დამანგრეველი გზით, რა გზითაც აქეთკენ მიჰყავს ოპოზიციას, - ამგვარად გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...

ირაკლი ქადაგიშვილ

1746876806

ახალი ამბები

თბილისში ავარია მოხდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

 თბილისში, გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი და ერთი მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძ...

პოლიციაპოლიცია

1746875773

საზოგადოება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ - ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ

 კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის, რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და...

პოლიტიკოსი

1746872616

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობები

 ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკიგუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემშეაფასა. „9 მაისს მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელ...

არჩილ გორდულაძე