შენ თუ არა, შენს შვილებს, ან ოჯახის რომელიმე  წევრს მაინც გადაეყრება, იყავით ფრთხილად - გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, თანადგომის მნიშვნელობაზე წერს. ჯაჯანიძე, ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ სათქმელი ადამიანებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ, რათა მათ გაკეთილშობილებას ხელი შევუწყოთ.

“არავინ იცის, ვინ ვის სად შეხვდება, შენ თუ არა, შენს შვილებს, ან ოჯახის რომელიმე  წევრს მაინც გადაეყრება. ამიტომ, იყავით ფრთხილად და წინდახედულად.

დღემდე მახსოვს, ბებიაჩემი მარიგებდა: ისეთ დროს, ისეთ ადგილას შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, ვერც კი წარმოიდგინ, ამიტომ ფრთხილად და დაკვირვებულად იცხოვრეო, სიცოცხლეში თუ არა საზერეში გასვლის დროს მაინც წინ დაგხვდებაო. არასოდეს დამვიწყებია ეს სიბრძნე და ასე ვიცხოვრე. საკუთარ თავზე გამოვცადე. ყველა გადამეყარა ვინც გული მატკინა, ყველას ვუთხარი რა დამიშავა, არა იმიტომ, რომ მე კარგად ვიყავი, არამედ, მსგავსი აღარასოდეს ჩაედინა.

,,მთა მთას ვერ შეხვდება, კაცი კაცს ვერ ასცილდებაო” – თქვა ბრძენმა, გამოცდილმა ადამიანმა. როგორ უნდა მოიქცე მაშინ, როცა ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, მიწასთან გაგასწორა და მერე ისე გაუჭირდა დასახმარებლად შენთან მოვიდა. უნდა უთხრა ყველაფერი რასაც მასზე ფიქრობ და აუცილებლად უნდა დაეხმარო. ეს არის საკუთარ თავზე გამარჯვება.

ყველამ ყველაფერი ვიცით თეორიულად, პრაქტიკულად კი…”, – წერს ჯაჯანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ჰონკონგის სავაჭრო ცენტრში ხანძარია - შენობაში მყოფი 150-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს (ვიდეო)

🔵ლომჯარია, მხოლოდ მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში არის გულმოწყალე - ნანა კაკაბაძე

🔵ანჯელინა ჯოლი მომწონს - პაატა იმნაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786134716

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1786134613

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულ...

საქართველოს მთავრობ

1786133091

საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფ...

რუსეთ-საქართველოს ომი

1786132174

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტი, რომელსაც მისი უმთავრესი მხარდამჭერის პატივსაცემად სახელი გადაერქვ...

აშშ-ის სენატ

1786129832

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს,...

არჩილ გორდულაძე