შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, ხოლო, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია: 1981 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული ლ.მ., 1992 წელს დაბადებული დ.წ., 1992 წელს დაბადებული ბ.თ. და 1991 წელს დაბადებული გ.შ.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა დ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს.
წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დაპირისპირებული მხარეები, თანმხლებ პირებთან ერთად მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ. განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას, დანაშაულში ბრალდებულმა პირებმა ლ.ნ.-სა და მისი თანმხლები პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და ქვედა კიდურების არეში დაჭრა ლ.ნ.-ს ძმა, დ.ნ. და მისი მეგობარი, ე.ნ. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შემდეგ, ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა დ.გ.-ს სარდაფში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - „Molot Arms”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 236-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
1754728355
საზოგადოებაბათუმის მერია: ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა, სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. „დაიტბორა რამდენიმე...
1754726204
საქართველოალექსანდრე დარახველიძე: შსს გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში - მზად ვართ, ავანაზღაუროთ მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ...
1754725850
საზოგადოებაშსს „დარიალზე“ მყოფ პირებზე: პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ისინი ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა ქართული მხარე იძულებული გახდეს დაუშვას სახელმწიფო საზღვარზე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ პირებს არ...
1754725783
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა 15-მდე პირმა შიმშილობა გამოაცხადა - პროტესტის ამ სახით სურთ, ხმა მიაწვდინონ უკრაინის საელჩოს, რათა ნებისმიერი გზით მოხდეს მათი სამშობლოში დაბრუნება
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა 15-მდე პირმა შიმშილობა გამოაცხადა. ყველა მათგანი ამბობს, რომ პროტესტის ამ სახით სურთ, ხმა მიაწვდინონ უკრაინის საე...
1754725694
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე „დარიალზე“ მყოფ პირებზე: მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ს...