ჯეი დი ვენსი: მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, არ მინდა, სხვა ქვეყნები ამ კვალს მიჰყვნენ

 მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობისას, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ბრიტანელ კოლეგას დევიდ ლემის შეხვდა.

„ჩემი აზრით, მთელი კოლექტიური დასავლეთი, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა, ჩვენი ნატოელი მოკავშირეები, ცხადია, აშშ ბადენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ცოტა უფრო მეტად კომფორტულად იყო განსხვავებული ხმების ცენზურასთან, ვიდრე მათთან თანამშრომლობასთან. ეს იყო ჩემი მოსაზრება“, – განაცხადა ვენსმა.

მისივე თქმით, მან ამის შესახებ ისაუბრა ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს მყოფ მეგობრებთანაც.

როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ დიდი ბრიტანეთი წავიდეს ამ ბნელი გზით და დაკარგოს სიტყვის თავისუფლება.

„თუმცა ის, რასაც მე ვეტყოდი ინგლისელ ხალხს, დევიდ ლემის და ნებისმიერ სხვას, არის ის, რის გარშემოც შეშფოთება არსებობდა აშშ-ში 2020-2024 წლებში. უბრალოდ არ მინდა, რომ სხვა ქვეყნები ჩვენს კვალს მიჰყვნენ, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ბნელი გზა ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754739391

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ქვეყანა ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული

 საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P...

დავით მათიკაშვილი

1754739339

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ

 მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომი...

დავით მათიკაშვილი

1754737378

საზოგადოება

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებ...

ცესკოცესკო

1754735585

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ცენტრები ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულად მზად არიან

 ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს - პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისა...

 მიხეილ სარჯველაძე

1754734275

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუ...

საგარეო საქმეთა სამინისტრო