"შობას გილოცავთ! თუმცა, ქრისტე გუშინვე გაიყინა ქუჩაში, ვერავინ იცნო" - ხატმწერი დავით ხიდაშელი, დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ეხმაურება
ხატმწერი დავით ხიდაშელი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და წერს:
"შობას გილოცავთ!
თუმცა, ქრისტე გუშინვე გაიყინა ქუჩაში...
ვერავინ იცნო...სახე ჰქონდა გამურული და შავი, ნელსაცხებლების სუნი არ ასდიოდა, უფრო პირიქით...სახლი არ ჰქონდა, უსახლკარო იყო...
80 წლისას ჰგავდა, არადა სულაც არ იყო მაგდენის...
ჩვენ საშობაო საყიდლებზე დავრბოდით, არ გვეცალა
დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, იგი აფხაზეთიდან იყო დევნილი, სახლი არ ჰქონდა, ქირის გადახდის საშუალებაც არ გააჩნდა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც ადამიანები ჰყვებიან, როცა მიწაზე დავარდნილი მამაკაცი იპოვეს, სასწრაფოს დაურეკეს, თუმცა, მან ერთ საათში უკან მიაბრუნა მამაკაცი და ღია ცის ქვეშ დაყოვა.
ბაზარში მომუშავე ადამიანები “ტვ პირველთან” ამბობენ:
“გუშინ მორიგემ დამიძახა, კაცი ეგდო დაბლა. ავიყვანე, სასწრაფოს დავურეკე. წაიყვანა სასწრაფომ და ერთი საათის უკან მომიყვანა, არავინ მიიღოო, მომიგდო “კაჩკაზე” და ხელში მომიკვდა.”
“უკან გამოუგდია საავადმყოფოს, რწყილები აქვსო და ისევ აქ მოუყვანია. გაიყინებოდა, შვილო, აბა რა იქნებოდა? კლინიკაში რომ წაიყვანეს, აქეთ რატომ წამოიყვანეს? ესაა ადამიანის შველა?”
“აქ ეძინა ხოლმე, ღამე… სახელმწიფომ მიატოვა…”
“მთავრობა სად არის? ეხმარება ვინმეს? ჩვენც იგივე დაგვემართება…”
ჯანდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე არ გაუკეთებია განმარტებას, რატომ არ გაეწია სამედიცინო დახმარება მოქალაქეს", - წერს ხიდაშელი.
მსგავსი სიახლეები:
🔳 დეზერტირების ბაზარში მამაკაცი ურიკაზე გაყინული იპოვეს - უბედური შემთხვევა თბილისში
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...
1788272258
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...
1788269421
საზოგადოებადაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...






























