სოზარ სუბარი: ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

სუბარის თქმით, ნოდარ ცხადაძე, რომელიც ზესტაფონიდან იყო, დარბევისას გარდაიცვალა და ამ ფაქტს მოწმეებიც ჰყავს, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ფაქტია შესასწავლი და გამოსაძიებელი.

„ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია 26 მაისთან დაკავშირებით. ახლა მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც იქ იდგა 26 მაისს და ადამიანმა, რომელიც მათ შორის, 9 აპრილის აქციაზეც იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომ კიდევ ერთი ადამიანი - ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ჩაქოლეს 26 მაისს, ქაშვეთის ტერიტორიაზე. იმ ღამეს ისიც გარდაიცვალა და ამის მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო - როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი. ხშირად ვიმეორებთ, რომ ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერავის ვეღარ გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747654616

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ა...

გენ პროკურატურა

1747653676

საზოგადოება

ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“

დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ, - განაცხადა ლუკა კურტან...

ლუკა კურტანიძე

1747651578

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში

ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოჯახის სიწმინდისა...

დავით მათიკაშვილი

1747650383

საზოგადოება

ნათია თურნავა: ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა დადებითი და პარტნიორულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარდგენისას, ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ისაუბრა და მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში...

ნათია თურნავა

1747647576

საზოგადოება

გია ბურჯანაძე 2011 წლის 26 მაისზე: კინოთეატრ „რუსთაველში“ ხალხი ჰყავდათ ჩაყრილი რიგებს შორის და დარბოდნენ ამ ხალხზე. „ნინოს რა?!“ და ვინც არ იტყოდა, ურტყამდნენ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მსა...

გია ბურჯანაძე