სოზარ სუბარი: მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო - ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ

 მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ „მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება“ და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება - „გაუსვლელობის ხელწერილი“ ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!.. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა, - წერს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ“.

„მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი (მტკიცებულებებით დადასტურებული) პოლიტპატიმარი იყო. ის 2004 წლის მარტში „სამსახურებრივი გულგრილობის” მუხლით დააკავეს. 
მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ “მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება” და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება - „გაუსვლელობის ხელწერილი” ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!..

ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა. მოგვიანებით კი მისი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ქალი, შეთითხნილი ბრალდებით, თავად აღმოჩნდა ციხეში. ეს, იმ პერიოდში, „ნაცმოძრაობის“ მიერ სასამართლოს დამორჩილების მორიგი მკაფიო მესიჯი იყო…

ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ!“, - წერს სოზარ სუბარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743429928

საზოგადოება

2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაშ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1743429083

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება. მოწოდება ფიზიკური...

ლევან ხაბეიშვილი

1743428969

საზოგადოება

ილია მეორე - სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა

„გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტ...

ააა

1743426659

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7648 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7673 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1743426091

ახალი ამბები

პაპუაშვილი: არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხანურება. „მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთ...

შალვა პაპუაშვილი