სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“: ერთადერთი, რასაც ნანობენ, ისაა, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე და ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ

„ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე - ძალადობასა და ტყუილზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზს, რაც ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის უმძიმესი ისტორიები, რასაც კომისიის სხდომაზე ჰყვებიან სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული მოქალაქეები,“ - განაცხადა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ვალერი გელაშვილის, გოჩა კაკოიშვილის და ბესიკ დანელიას უფლებების შელახვის ფაქტები განიხილებოდა კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

ვიცე-სპიკერმა სპეცაგენტურა უწოდა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედიის წარმომადგენლებს.

სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა „პოს ტვ“-ის ჟურნალისტის ნათია ბერიძის შესახებაც და აღნიშნა, რომ ის არის ჟურნალისტი, რომელიც უშიშრად და სიმართლით ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება თავის პროფესიას.

„შემზარავი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც ახლა ვისმენთ და ეს არ არის მხოლოდ ერთი მაგალითი. კარგად ვიცით, რომ ასეთი ამბები ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო. თქვენ გაიხსენეთ ნათია ბერიძე. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის პროფესიას უშიშრად და სიმართლით ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება. დღესაც კი, როცა ნაცების დამნაშავე რეჟიმი გადასულია ოპოზიციაში, წარმოუდგენელი ზეწოლის, შეურაცხყოფის და მუქარის ატანა უწევს ამ ადამიანს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ნაცრეჟიმის წარმომადგენლები არც ზნეს იცვლიან დაცარც ფერს. ჩვენი კოლეგები, კომისიის წევრებს ვგულისხმობ, ხშირად ეკითხებიან ხოლმე გამოკითხვაზე მობრძანებულ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მიქალაქეები, - სინანული თუ მოგისმენიათ სააკაშვილის რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლისგანო?

პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ერთადერთი, რასაც ისინი ნანობენ, ისაა, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე და ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. სხვა სინანული, ცხადია, მათ არ აქვთ.

რაც შეეხება ნათია ბერიძის, მისი რეპორტაჟები და მისი სიტყვა ბევრს რომ არ მოსწონს, კარგად ვიცით. მაგრამ მის რეპორტაჟებში ვერ იპოვიან ვერცერთ სიტყვას, რომელთანაც ფაქტების სიზუსტეზე შეკამათება შეიძლება. ნათია ბერიძე არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამბობს სიმართლეს, განსხვავებით მათი სპეცაგენტურისგან, დიახ, სპეცაგენტურისგან, რადგან მათ ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებთ. ეს სპეცაგენტურის წარმომადგენლები იგონებენ ფაქტებს, აყენებენ ადამიანებს შეურაცხყოფას და რასაც ისინი მაშინ აკეთებდნენ ტყვიით და წამებით, დღეს ესენი შეურაცხყოფით და ცილისწამებით ცდილობენ იგივე გააკეთონ. ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე - ძალადობასა და ტყუილზე, შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, რომელიც ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის უმძიმესი ისტორიები, რასაც ჰყვებიან კომისიის სხდომაზე მოწვეული ნაცრეჟიმის მიერ დაზარალებული მოქალაქეები,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746471924

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი - არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე

ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვა...

ვიქტორ ორბანი

1746469673

საზოგადოება

ლევან ჭოტორლიშვილი - საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე

„დაპირისპირებაში დიფსტეიტი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამ...

ლევან ჭოტორლიშვილ

1746469475

სპორტი

თორნიკე შენგელიას დამატებით „ბარსელონა“ დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი...

თორნიკე შენგელია

1746465398

საზოგადოება

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

 დროებითმა საგამოძიებო კომისია

1746463730

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პ...

დავით დოიაშვილი