სოზარ სუბარი - რუსულმა თვითმფრინავმა როცა ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს, ალექსანდრე ლომაიამ დასცინა რუსებს, სამიზნეები არ უვარგათო, ნახევარ საათში თვითმფრინავმა ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა

„სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა კომისიაზე განხილული? ამ ეთერებით ვეუბნებოდით მტერს, რას აკეთებდა ქართული ჯარი, სად იყო განლაგებული და რას ბომბავდა. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა პირდაპირ ეთერში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

სუბარმა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის ხელმძღვანელს, პაატა დავითაიას დაუსვა კითხვა.

გავიხსენებ ერთ ფაქტს, ეს ფაქტი კარგად მახსოვს, რადგან 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა. შემოფრინდა ერთი რუსული თვითმფრინავი, რომელმაც ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. რამდენადაც მახსოვს, გამოვიდა ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი და დასცინა რუსებს – სამიზნეები არ უვარგათ, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ამის შემდეგ, ნახევარ საათში შემოფრინდა მეორე თვითმფრინავი და ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა. ამის შედეგად კი ის ზოლი ააფეთქა. აი, ასეთი პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის, რუსები როგორც იტყვიან „ნავოდკების“ მიცემა, განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე და თქვენი, როგორც მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელის აზრით, არის თუ არა დასჯადი ღალატი პირდაპირ ეთერში. გვახსოვს, შოთა უტიაშვილს რომ რუკები ჰქონდა გამოფენილი და აჩვენებდა მტერს, თუ სად იყო და რას აპირებდა ქართული ჯარი. თქვენ, პრაქტიკულად, დაადასტურეთ ეს ფაქტი. ჟურნალისტი რომ შეცდომას უშვებს ერთია და როცა ამას სახელმწიფო მოხელე აკეთებს, იქნება ეს უშიშროების საბჭოს მდივანი თუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – მიმართა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე პაატა დავითაიას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743244982

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას

„საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა აგვისტო...

ლევან მახაშვილი

1743244203

მსოფლიო

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

2025 წელი უნიკალურია ასტრონომიული მოვლენების თვალსაზრისით. კერძოდ, მოიცავს ორ სრულ მთვარის დაბნელებას და ორ ნაწილობრივ მზის დაბნელებას. დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. მთვარე დაფარავს მზის...

ჰოროსკოპი

1743241966

ახალი ამბები

პაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ომში ჩართულიყო

დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით . ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველ...

პაპუაშვილი შალვა

1743240933

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თ...

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე

1743239106

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად მიიღო აშშ-გან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია. „რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემი...

აა